მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანდაცვის მინისტრი: პრობლემას ვერ ვხედავ, რომ უახლოეს მომავალში გავიკეთო ვაქცინა

ჯანდაცვის მინისტრი
1615811643
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებული კითხვები არ არის იმის მიზეზი, რომ მან ვაქცინა საჯაროდ არ გაიკეთა. მინისტრის თქმით, მზად არის ვაქცინა უახლოეს მომავალში გაიკეთოს. 

„ეს ნამდვილად არ არის იმის მიზეზი, რატომაც მე არ გავიკეთე ვაქცინა საჯაროდ, თუმცა თუ ეს ამდენად კითხვებს ბადებს, პრობლემას ვერ ვხედავ, რომ უახლოეს მომავალში გავიკეთო ვაქცინა.

თუმცა, საინტერესოა, როცა სხვა ვაქცინებიც შემოვა სხვა ვაქცინები, მაგალითად ჩინური ვაქცინა, გახდება თუ არა აუცილებელი, რომ მინისტრმა ან სხვა საჯარო პირმა სწორედ პირდაპირ ეთერში გაიკეთოს ის ვაქცინა?“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, საქართველოში ამ დროისთვის 500 ექიმია აცრილი. ჯამში კი ვაქცინაციის პროგრამაში ამ დროისთვის 3 500 სამედიცინო მუშაკია დარეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყო. მედპერსონალის აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„რაღაცის შემდეგ არ ნიშნავს რაღაცის გამო“ - პაატა იმნაძე ვაქცინირებული პირების გარდაცვალებაზე

„თუ წლის ბოლომდე 1,7 მლნ ადამიანს ავცრით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით“ - ამირან გამყრელიძე

„ასტრაზენეკა“ არის მაღალი ხარისხის ვაქცინა, არაფრით ჩამოუვარდება „ფაიზერს“ - მარინა ეზუგბაია