მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რაღაცის შემდეგ არ ნიშნავს რაღაცის გამო“ - პაატა იმნაძე ვაქცინირებული პირების გარდაცვალებაზე

პაატა იმნაძის ბრიფინგი კორონავირუსთან დაკავშირებით, ივნისი 2020 წ.
1615803524
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უცხოეთში ვაქცინაციის შემდეგ ადამიანების გარდაცვალების ფაქტებს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვალება, ვაქცინის გამო გარდაცვალებას არ ნიშნავს.

„ხომ გახსოვთ, 2-3 კვირის წინ, როცა განვაცხადეთ, რომ ვაპირებდით Pfizer-ის ვაქცინის შემოტანას, ნორვეგიაში 23 ადამიანი გარდაიცვალა Pfizer-ით აცრის შემდეგ. რაღაცის შემდეგ არ ნიშნავს, რაღაცის გამო.

შეიძლება ყოველთვის მოხდეს ხოლმე ისეთი მოვლენა, რომ რაღაცები დაემთხვას. ამიტომ ქვეყნების წესია, რომ გარკვეული დროით აჩერებენ ხოლმე აცრას, იმის გასარკვევად, რა მოხდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ასევე, ევროპულმა წამლის სააგენტომ გააკეთა განცხადება, რომ აუცრელ ადამიანებში განვითარებული თრომბოემბოლია არაფრით განსხვავდება აცრილ ადამიანებში თრომბოემბოლიისგან.

ეს ვაქცინა ხომ მხოლოდ კორონავირუსისგან იცავს და არა სხვა დაავადებებისგან. ასე რომ მათ, ვინც გარდაიცვალა, შესაძლებელია ჰქონდათ სხვა დაავადებები, რომლებმაც გარდაცვალება გამოიწვია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში უკვე 11 მლნ-ზე, ხოლო ევროპაში 5 მლნ-ზე მეტი ადამიანია AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყო. მედპერსონალის აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„თუ წლის ბოლომდე 1,7 მლნ ადამიანს ავცრით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით“ - ამირან გამყრელიძე

„ასტრაზენეკა“ არის მაღალი ხარისხის ვაქცინა, არაფრით ჩამოუვარდება „ფაიზერს“ - მარინა ეზუგბაია

„ვაქცინა გავიკეთე, ამაში საშიში არაფერია“ - იმნაძე