მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ წლის ბოლომდე 1,7 მლნ ადამიანს ავცრით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1615789384
COVID-19

„მადლობა ყველას, ვინც დღევანდელ დღეს ასეთი ენთუზიაზმით ხვდება. მადლობა ჩემს კოლეგებს, მედიცინის მუშაკებს, რომლებიც პირველ ხაზზე იყვნენ ამ ერთი წლის განმავლობაში და დღესაც პირველ ხაზზე არიან ყველაზე მნიშვნელოვანი, აცრის, იმუნიზაციის პროცესის, რომელმაც უნდა დაასრულოს პანდემია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა. 

მისი თქმით, თუ საქართველოში წლის ბოლომდე 1,7 მლნ ადამიანი აიცრება, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

„დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. წლის ბოლომდე უნდა აიცრას ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 65%, დღეს არის პირველი ნაბიჯი. მობილიზებულია აცრის სამი კაბინეტი და მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი ყველა წესის დაცვით. დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი იქნება დასრულება. თუ ავცრით 1,7 მლნ ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ პანდემია დასრულდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, თავად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 29 აპრილს, ინფექციის დადასტურებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ გაიკეთებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაცია საათზე მეტია რაც დაიწყო.

მედპერსონალის აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ასტრაზენეკა“ არის მაღალი ხარისხის ვაქცინა, არაფრით ჩამოუვარდება „ფაიზერს“ - მარინა ეზუგბაია

„ვაქცინა გავიკეთე, ამაში საშიში არაფერია“ - იმნაძე

პაატა იმნაძემ კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა