მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა წერეთელი ჯანმოს ჯანმრთელობისა და მზადყოფნის შესაფასებელი ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის წევრი გახდა

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1634920585
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შექმნა „ჯანმრთელობისა და მზადყოფნის შესაფასებელი ტექნიკური მრჩეველთა ჯგუფი“, რომელიც შედგება სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი დაახლოებით, 20-მდე ექსპერტისაგან.

ზაზა წერეთელი აღნიშნავს, რომ ის ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრია.

მისი თქმით, ჯგუფის შექმნის მთავარი მიზანია, მოამზადოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყნები განახორციელებენ თავის მზადყოფნის მონიტორინგს, რათა შემდგომ კრიტიკულ სიტუაციებს ქვეყნები მომზადებულები შეხვდნენ და მოხდეს სიტუაციის წარმატებულად მართვა.

„კოვიდ პანდემიამ ნათლად აჩვენა რომ ქვეყნები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ ასეთი გამოწვევებისათვის და ამის გათვალისწინებით 2021 წლის მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიის დროს, წევრმა ქვეყნებმა მიიღეს რეზოლუცია WHO74.7 „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ემერჯენსისადმი მზადყოფნის გაძლიერება და მათზე რეაგირება“, მათ შორის შემდეგი პუნქტი“[…]

მოთხოვნები გენერალურ დირექტორს, რაც შეიძლება მალე და წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებით შეიმუშაოს დეტალური კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს საყოველთაო ჯანმრთელობისა და მზადყოფნის მექანიზმის ჩამოსაყალიბებლად, რომლის მიზანია ქვეყნები უფრო მომზადებულნი იყვნენ შემდგომი ასეთი კრიტიკული გამოწვევებისათვის“.

ანუ უნდა მოხდეს პასუხის შეფასება და რეკომენდაციების მომზადება, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა აკონტროლონ ქვეყნებმა მათი მზადყოფნის გასაუმჯობესებლად.

ამის მიზნით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შექმნა ჯანმრთელობისა და მზადყოფნის შესაფასებელი ტექნიკური მრჩეველთა ჯგუფი (Universal Health and Preparadness Review (UHPR) Technical Advisory Group) რომელმაც უნდა მოამზადოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია რომლის მიხედვითაც ქვეყნები განახორციელებენ თავის მზადყოფნის მონიტორინგს და შესაბამისად შესაძლო შემდგომი კრიტიკული სიტუაციების უფრო მომზადებულ მართვას.

ამ მრჩეველთა ჯგუფში შევა დაახლოებით 20-მდე ექსპერტი სხვადასხვა ქვეყნიდან.. მოკლედ საინტერესო მუშაობა იქნება.. როგორ მოვემზადოთ მომავალი პანდემიებისთვის... ხანდახან მოგახსენებთ რა და როგორ, რადგან პატივი მხვდა ამ ჯგუფის წვერი გავმხდარიყავი“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ინფორმაციისთვის, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 49 960 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 684 337-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.89% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.99%.

იხილეთ აგრეთვე:

✅„საქართველო წყნარად და აუღელვებლად უყურებს, არც კი რეაგირებს კოვიდის მზარდ შემთხვევებზე “ - ზაზა წერეთელი

✅არავაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციის რისკი 18-ჯერ მეტია - როშელ ვალენსკი

✅„როდის იქნება ახალი ტალღის პიკი?“ - მაია ბუწაშვილი