მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველო წყნარად და აუღელვებლად უყურებს, არც კი რეაგირებს კოვიდის მზარდ შემთხვევებზე “ - ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აღნიშნავს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულია მრავალი ქვეყანა და ისინი COVID 19-ის საპრევენციოდ სხვადასხვა მკაცრ ღონისძიებებს მიმართავენ, თუმცა წერეთლის თქმით, საქართველო წყნარად და აუღელვებლად უყურებს კოვიდის გავრცელებას.

„ადრე მუდმივად იყო საუბარი თუ როგორი განსხვავებაა ჩრდილოურ და სამხრეთულ ტემპერამენტში. ჩრდილოეთში მცხოვრებნი უფრო მშვიდი და დინჯნი არიან, ხოლო სამხრეთელები უფრო ენერგიული და ხმაურიანი.
ის თუ როგორ გამოხატავენ ქვეყნები თავიანთ რეაქციას კოვიდ პანდემიით შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, სრულიად არღვევს ამ სტერეოტიპს.

ამის ნათელი მაგალითია, თუ დავაკვირდებით როგორ წყნარად და აუღელვებლად უყურებს (და არც კი რეაგირებს) საქართველო კოვიდის მზარდ შემთხვევებზე და ამ დროს რა დღეშია მაგალითად ლატვია ან გაერთიანებული სამეფო, რა მკაცრ ღონისძიებებს იღებენ და რა მწვავე კრიტიკის ქვეშ არის ის, ვინც მართავს პანდემიას.

საქართველოს შემხედვარე გებადება კითხვა, რა ანერვიულებს იმ ქვეყნებს, დაივიწყეს რომ წყნარი ჩრდილოეთის წარმომადგენლები არიან.....რა კოვიდი, რის ვაქცინაცია, რა ხანგრძლივი კოვიდი...დაუკარით უპატარძლო ქორწილია“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 2 348 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 675 771-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 619 285 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 588 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 9,11%, ბოლო 14 დღის - 8,79%, ბოლო 7 დღის - 9,02%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„დარწმუნებული იყავით, რომ კოვიდპასპორტები ამოქმედდება“ - ამირან გამყრელიძე

✅„შარშან გაზაფხულზე მოქმედმა შეზღუდვებმა 10 000 ადამიანი გადაარჩინა“ - პაატა იმნაძე

✅„ერთადერთი გზა შეიძლება იყოს აუცრელი პირებისთვის PCR ტესტის პასუხის წარდგენის მოთხოვნა სამსახურებში“ - თამარ გაბუნია