მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯერ გვსაყვედურობდნენ, რომ არ არის ვაქცინა, ახლა, როცა გვაქვს, არავინ ჩქარობს მის გაკეთებას“- თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1616063064
COVID-19

„რამდენიმე კვირით დაგვიანდა ვაქცინის პირველი შემოტანა, მაგრამ წყვეტა აღარ იქნება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, ჯანდაცვის სისტემაზე“- განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ჯერ იყო საყვედურები ვაქცინის არქონასთან დაკავშირებით, ახლა კი დაბალი აქტივობაა.

„რამდენიმე კვირით დაგვიანდა ვაქცინის პირველი შემოტანა, მაგრამ წყვეტა აღარ იქნება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, ჯანდაცვის სისტემაზე, ქვეყნის ხელმძღვანელობაზე, რამდენად მოახერხებენ საზოგადოებრივი აზრის და მთლიანად ხალხის მობილიზებას.

ასეთი დაბალი აქტივობა იმიტომ არის, რომ თავიდან საყვედურები იყო, რომ ვერ შემოგვაქვს ვაქცინა, როგორც კი შემოვიტანეთ, არ მინდა ცალკეული პირები და ტელევიზიები დავასახელო, ვინც გაჩაღდა ანტივაქსერული კამპანია: ეს არის ცუდი ვაქცინა, ქართველებზე მთავრობა ექსპერიმენტებს ატარებს, არ გაიკეთოთ ეს ვაქცინა, მას აქვს უამრავი გვერდითი მოვლენა, შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო შემთხვევები, 13-მა ქვეყანამ შეაჩერა ამ ვაქცინის გამოყენება და ა.შ.

ეს იყო აღვირახსნილი, საკუთარი ქვეყნის სიძულვილით გაჟღენთილი და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ყოვლად უსაფუძვლო კამპანია.

სამწუხაროდ, ამ კამპანიამ იმოქმედა მოსახლეობის ნაწილზე. ამას დაემატა კიდევ ამბიციადაუკმაყოფილებელი ექიმების და ვაიექსპერტების გამონათქვამები, რომ მე არ გავიკეთებ ვაქცინას და მოგიწოდებთ, თქვენც არ გაიკეთოთ. ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ დღეს გვაქვს დაბალი აქტივობა.

პარადოქსია, ჯერ გვსაყვედურობდნენ, რომ არ არის ვაქცინა და ამიტომ ვერ იხსნება ეკონომიკა, ახლა, როცა ვაქცინა გვაქვს და საკმარისი რაოდენობით გვექნება წლის ბოლომდე, არავინ ჩქარობს მის გაკეთებას“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️პრეზიდენტმა კორონავირუსზე ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

✔️ამირან გამყრელიძემ დაასახელა დრო, როცა საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება

✔️„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“ - გიორგი ფხაკაძე