მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

კომენდანტის საათი საქართველოში
1620719928
COVID-19

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„ამ ეტაპზე ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ტენდენციებს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განვიხილავთ არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობას“, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

ინფორმაციისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 13 მაისიდან მოიხსნება, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

👉 კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ივანე ჩხაიძე: „სინოვაკი“ კომფორტული ვაქცინაა

🔴 963 თბილისი, იმერეთი 178 - კორონავირუსის გავრცელების არეალი რეგიონებში

🔴 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა

🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები