მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივნისში ფაიზერის ლიმიტირებული დოზები შემოვა“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1618396096
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ფაიზერის ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს.

გამყრელიძე აცხადებს, რომ კვლავ „კოვაქსს პლატფორმის“ საშუალებით ივნისის თვეში ფაიზერის ლიმიტირებული რაოდენობა შემოვა.

ფაიზერთან ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სამინისტროს მიერ. საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად არის ჩართული, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტი თარიღი, თუ როდის შემოვა და როგორი ეტაპობრიობით, ჯერ არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ ივნისში ფაიზერის გარკვეული დოზები ისევ კოვაქსის საშუალებით შემოვა, მაგრამ ძალიან ლიმიტირებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ბრიტანულ შტამზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დამძიმებით არ გამოირჩევა.

„ბრიტანული შტამი არ მძიმდება, ჯერჯერობით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1.3%-ია და ყოველდღიური სიკვდილიანობა 10-ს არ სცილდება. რა თქმა უნდა თითოეული ადამიანის გარდაცვალება ძალიან მძიმეა, მაგრამ ჯერჯერობით ამ ფარგლებში ვართ“, - დასძინა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1085 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 291 214-ს შეადგენს.

ამავე თემაზე:

✔️ „ბავშვებში კორონავირუსის გავრცელება ფართო არაა“ - ამირან გამყრელიძე

✔️ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეები, 5 დღიანი კარანტინის ნაცვლად, ტესტირებას დაექვემდებარებიან