მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსმა აშშ-ში სიკვდილიანობით „ესპანურ გრიპს“ გაასწრო

„ესპანურ გრიპს
1632580173
COVID-19

აშშ-ის ისტორიაში კორონავირუსი ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემია გახდა, მან 1918-1919 წლების „ესპანური გრიპის“ ეპიდემიის შედეგად შეერთებულ შტატებში გარდაცვლილთა რაოდენობას გაასწრო. შესაბამისი კვლევა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტმა ჩაატარა. ამის შესახებ BBC იუწყება.

„ესპანური გრიპის“ დროს, რომელიც 1918-1919 წლებში მძვინვარებდა, აშშ-ში 675 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ახლა კი კორონავირუსმა სიკვდილიანობის რეკორდი დაამყარა.

„ის ფაქტი, რომ მედიცინის განვითარების მიუხედავად, ამდენი ადამიანი იღუპება, ძალზე საგანგაშოა“, - განაცხადა კალიფორნიის სკრიფსის ინსტიტუტის დირექტორმა ერიკ ტოპოლმა.

აშშ-ში ყოველდღიურად კორონავირუსისგან 1900-მდე ადამიანი იღუპება. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2021 წლის მარტის შემდეგ. მეცნიერები ამას წინა შტამებთან შედარებით ბევრად უფრო გადამდებ შტამებს, „დელტას“ და „იოტას“ უკავშირებენ.

აშშ მსოფლიოში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მიხედვით პირველ ადგილზეა - 43,7 მლნ ინფიცირებული და 705 ათასი გარდაცვლილი. 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მიხედვით, მას საქართველო, სლოვენია, ჩერნოგორია, სეიშელის კუნძულები და კიდევ რამდენიმე ქვეყანა უსწრებს.

საერთო ჯამში პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოში 232,015,595 ადამიანი ინფიცირდა, ხოლო 4,753,515 ადამიანი გარდაიცვალა. დაახლოებით 100 000 ადამიანი მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაშია.

„ესპანური გრიპი“ ევროპაში პირველი მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე გავრცელდა და რამდენიმე კვირაში ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტს მოედო. დღემდე ზუსტად უცნობია, სად გაჩნდა ვირუსი და რატომ გაქრა ის ორი წლის შემდეგ. ვინაიდან ვირუსის პირველი შემთხვევები 1918 წლის იანვარში აშშ-ში დაფიქსირდა, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ის ევროპაში ამერიკელმა ჯარისკაცებმა შეიტანეს და იქ ის ომით გამოწვეული მძიმე სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გამო სწრაფად გავრცელდა.

„ესპანური გრიპი“ ამ დაავადებას იმიტომ უწოდეს, რომ ომში ჩართული ქვეყნების ცენზურა მის შესახებ ინფორმაციას არ უშვებდა და პირველმა ეპიდემიის შესახებ განგაში ნეიტრალური ესპანეთის პრესამ ატეხა.

საერთო ჯამში „ესპანური გრიპით“ მსოფლიოშო 550 მლნ ადამიანი ინფიცირდა და 50 მლნ გარდაიცვალა. დაახლოებით ამდენი ადამიანი მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა.

ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებლად ევროპაში, 541-750 წლების შავი ჭირის ეპიდემია მიიჩნევა, რომელიც „იუსტინიანის ჭირის“ სახელწოდებით არის ცნობილი, რადგანაც ბიზანტიის იმპერატორის, იუსტინიან პირველის მმართველობის დროს დაიწყო. ასევე, ძალზე მომაკვდინებელი იყო შავი ჭირის ევრაზიული პანდემია, რომელიც 1346-1353 წლებში მძვინვარებდა და ისტორიაში „შავი სიკვდილის“ სახელით შევიდა. თითოეულ ამ პანდემიას 100 -100 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 რით მკურნალობენ კორონავირუსს? გერმანელი ექიმების რეკომენდაციები

🔴 რა გავლენა მოახდინა კოვიდმა თირკმელებზე და რა გართულებებს ტოვებს ხანგრძლივი კოვიდი - კვლევა

🔴 ახალშობილებს ანტისხეულები ვაქცინირებულები დედების რძიდან გადაეცემა - კვლევა