მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ვლადიმერ პუტინი ალასკის სამიტის დასრულების შემდეგ: უკრაინა ჩვენი მოძმე ერია და გული შეგვტკივა მათთან კონფლიქტის გამო!

პუტინი და ტრამპი

ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ალასკაზე, ქალაქ ანკორიჯში მიმდინარე შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც ორივე ლიდერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა და სამიტის შედეგები შეაფასა. 

როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, ის კმაყოფილია დონალდ ტრამპის ინიციატივით, რომ უკრაინასთან კონფლიქტი რაც შეიძლება დროულად დასრულდეს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ პროცესი პირდაპირ კავშირშია რუსეთის უსაფრთხოებასთან.

„მინდა სწორად გამიგოთ, უკრაინა ჩვენ ვართ, ერთი სისხლი და ხორცი, ჩვენ მოძმე ერი ვართ და რა თქმა უნდა, პირველი ვისაც გული შესტკივა მათზე - რუსეთია. ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა, რომ წერტილი დაესვას ამ კონფლიქტს, თუმცა დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იქნება!“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია რომ აღდგეს ბალანსი და საკითხი ორივე ქვეყნის ინტერესის სასიკეთოდ გადაიჭრას. „ვეთანხმები ბატონ ტრამპს, რომ გარდა რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, უკრაინის უსაფრთხოებაც დაცული უნდა იყოს. იმედი მაქვს, ეს გზა ამერიკას და რუსეთს დააახლოებს და მიგვიყვანს მშვიდობამდე“, - თქვა მან.

ვლადიმერ პუტინმა, ასევე, ხაზი გაუსვა ევროპელი ლიდერების დამოკიდებულებას და განაცხადა, რომ „ახლა, როდესაც ძირითადი შეთანხმება მიღწეულია და ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, აუცილებელია ევროპარლამენტარებმა არ დაიწყონ ინტრიგის ხლართვა და ძირი არ გამოუთხარონ მშვიდობისკენ მიმავალ გზას“. 

რუსეთის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის სამომავლო ეკონომიკური ურთიერთობები და აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, მათ შორის, ვაჭრობის თვალსაზრისით. 

და ბოლოს, პუტინის თქმით, მას 2021 წელს მცდელობა ჰქონდა ტრამპის წინამორბედთან ჯო ბაიდენთან სწორი კომუნიკაციის და უხსნიდა მას, თუ რა შედეგებამდე მიიყვანდა ყველას, უკრაინასა და რუსეთს შორის დაწყებული კონფლიქტის გაღრმავება, თუმცა როგორც კრემლის ლიდერი ამბობს, მისი სიტყვა ბაიდენმა არ შეისმინა. 

„ბატონმა ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ომი არ დაიწყებოდა! არ შემიძლია არ დავეთანხმო, ეს მართლაც ასეა! 2021 წელს დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ომი არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებოდა!“, - ასე დაასრულა საკუთარი სიტყვა რუსეთის ლიდერმა.