მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კვირის ბოლოს ველოდებით ჩინურ ვაქცინას“ - ჯანდაცვის მინისტრი

ეკატერინე ტიკარაძე
1617091809
COVID-19

საქართველოში ჩინური ვაქცინა კვირის ბოლოს ჩამოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე, განაცხადა. 

„კვირის ბოლოს ველოდებით უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას. შესაბამისად, ჩვენ გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინა, რომელიც არის აღიარებული უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, საქართველო ჩინური ვაქცინის 100 000 დოზას მიიღებს.

„დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებას, რათა უნგრეთის მსგავსად განვაგრძოთ ვაქცინაცია საქართველოში და მაშინ, როცა ვაქცინა იქნება ადგილზე, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით მოქალაქეების აცრა დაიწყო.

საქართველომ „ფაიზერის“ ვაცქინის 29 500 დოზა 25 მარტს მიიღო.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 782 ადამიანი აიცრა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები კოვიდვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა