მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მესამე დოზის მთავარი დანიშნულება იქნება, იმუნიტეტი კიდევ უფრო მაღალი იყოს“- ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1621515372
COVID-19

„ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და ვინც დაკარგა სამსახური, კვლავ აღიდგინოს“- განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ამ გარდამავალ ეტაპზე ქვეყანა ტურიზმიდან შემოსული სარგებლით ცხოვრობდა და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება.

როგორც იმუნოლოგი აღნიშნავს, თუ ქვეყანა არ იქნება მწვანე ცირკულარში, ანუ თუ არ გაკონტროლდება პანდემია, არცერთ ტურისტული დანიშნულების მარშრუტში ჩვენი ქვეყანა ვერ მოხვდება.

„ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შევბოჭოთ ინფექციის გავრცელება და 2022 წლის ბოლოდან იქნება თუ 2023 წლის გაზაფხულიდან მაინც ქვეყანამ გააგრძელოს სრულფასოვანი ცხოვრება. ვაქცინაცია არის ერთადერთი შანსი და ეს უნდა გამოვიყენოთ.

ამის შესაძლებლობები არსებობს. რომ ვერ მივიღოთ საჭირო დროს საჭირო რაოდენობის ვაქცინა, ეს დამოკიდებულია გლობალურ პანდემიასა და ბევრ სხვადასხვა ნიუანსზე. აცრის ტემპი კარგია, მაგრამ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს რაოდენობა“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

როგორც ის აღნიშნავს, ვაქცინის მესამე დოზით აცრა უზრუნველყოფს მსუბუქი დაავადებებისაგან დაცვას.

„ვაქცინების ბუსტერული შეხსენების, წახალისების თუ გაძლიერების დოზები ეს ვაქცინოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვირუსმა ევროპაში ჩამოსვლამდე განიცადა მუტაცია, წარმოიქმნა ბრიტანული, ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული შტამები, ამიტომ ამ დომინაციიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინებს შენარჩუნებული აქვთ ვირუსებზე ზემოქმედება და ასრულებენ საკუთარ დავალებას, მესამედ აცრა უკვე უზრუნველყოფს მსუბუქი დაავადებებისაგან ადამიანების დაცვას, რაც იქნება პანდემიის დასრულებისთვის მნიშვნელოვანი.

მესამე დოზის მთავარი დანიშნულება იქნება, კიდევ უფრო მაღალი იყოს იმუნიტეტი. ენტონი ფაუჩის თქმით, ვაქცინირებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ვირუსის მტარებლობა, მაგრამ მისი კონცენტრაცია სუსტია და პრაქტიკულად, არ აქვს უნარი, რომ დააავადოს მეორე ადამიანი,“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინფორმაციისთვის, 21 მაისს, 12 საათიდან იწყება „სინოვაკის“ ვაქცინით რეგისტრაციის პროცესი.
თავად აცრის პროცესი დაიწყება 24 მაისიდან.

იხილეთ აგრეთვე:

✅ვაქცინირებული პირები ევროკავშირის ქვეყნებში უპრობლემოდ მოგზაურობას შეძლებენ

✅„ჯერ არ დამდგარა ის დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია პირბადე მოვიხსნათ“ - პაატა იმნაძე

✅რამდენად ეფექტურია სინოვაკის ვაქცინა? - თამარ გაბუნიას განმარტება