მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოდერნასთან და „ჯონსონთან და ჯონსონთან“ მოლაპარაკებები ჩაიშალა“ - თამარ გაბუნია

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება
1625390456
COVID-19

„მოდერნასთან და „ჯონსონთან და ჯონსონთან“ მოლაპარაკებები ჩაიშალა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„კონტრაქტი, პირდაპირი ხელშეკრულება და მოლაპარაკება დასრულებული გვაქვს „სინოფარმთან“, სინოვაკთან და „ფაიზერთან“. რაც შეეხება „ჯონსონს და ჯონსნოს“ და სხვა ვაქცინებს, მათი მიღების შესაძლებლობა გვაქვს კოვაქსის პლატფორმის საშუალებით.

ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებები „მოდერნასთან“ და „ჯონსონთან და ჯონსონთან“ დავიწყეთ, თუმცა ეს შემდეგ აღარ განვითარდა, რადგან არ იყო გარკვეული პირობები ჩვენთვის მისაღები.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფასის გათვალისწინება, მოწოდების ვადების გათვალისწინება, რადგან დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით არჩევანი გაკეთდა იმ ვაქცინებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არის“, - აცხადებს გაბუნია.

შეგახსენებთ, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი ჩაირთო, თუმცა მოქალაქეები დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ.

ქვეყანაში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა.

საქართველოში „სინოფარმის“ და „სინოვაკის„ ვაქცინების მილიონი დოზა 2 ივლისს შემოვიდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინაც.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა საქართველოშია

🔴 „შესაძლოა აგვისტოდან სრულად ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა ვუჰანური და ბრიტანული შტამები“

🔴 გაიხსნება ქოლ-ცენტრი, სადაც მოქალაქეებს რიგის დაჯავშნის საშუალება ექნებათ