მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მრცხვენია ექიმის, რომელიც ვაქცინაციას ეჭვქვეშ აყენებს“ - თამარ ჟამურაშვილი

„მრცხვენია ექიმის, რომელიც ვაქცინაციას ეჭვქვეშ აყენებს“
1629547352
COVID-19

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში სიკვდილიანობის რეკორდულ მაჩვენებელს ეხმაურება.

74 გარდაცვლილი

74 გაუბედურებული ოჯახი

74 მხოლოდ მათემატიკური ციფრი და სტატისტიკა არ არის

74 ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი!!! ვათვიცნობიერებთ? თუ შეეჩვია ყური და თვალი ამ ციფრებს უკვე?!
გადავთვალოთ ასეთი ტემპით რამდენი კვირა დაგვჭირდება 3 მილიონიანი ერი რომ გავნახევრდეთ?

მოსახლეობის 80% სანამ არ აიცრება, სიტუაციის დასტაბილურება ვერ მოხერხდება. უამრავ ადამიანს დავკარგავთ და კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ მათი უმრავლესობის გადარჩენა შეიძლება!!!

აცრა ცალკეული ინდივიდების პრეროგატივა აღარ არის ასეთი უმართავი ეპიდემიის პირობებში!
მცდარია შეხედულება, რომ ვაქცინა კლავს!!!

ვაქცინაც მედიკამენტია და ისევე, როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, შეიძლება გართულება (ალერგია, ანაფილაქსია) ჰქონდეს, მაგრამ უიშვიათესია და როგორც წესი, კარგად მართვადი დღევანდელ პირობებში.

მრცხვენია ექიმის, რომელიც ამ რეალობას ვერ ათვითცნობიერებს და ვაქცინაციას ეჭვქვეშ აყენებს. მეტიც, ხალხს არ ურჩევს და სიკვდილისთვის წირავს.

დიახ, კითხვები არსებობს, მაგრამ უალტერნატივოა დღევანდელ დღეს.

მარტივი მაგალითი, ფილტვის სიმსივნის სამკურნალო იმუნოთერაპია და Checkpoint-ინჰიბიტორები სულ რამდენიმე წელია რაც გვაქვს. ერთი თვის გამოსული იყო ბაზარზე, მოხმარება რომ დავიწყეთ. ჭკვიანური იქნებოდა ფილტვის სიმსივნით პაციენტებს უარი ეთქვათ ამ ძალიან ეფექტურ თერაპიაზე და ორი წელი დალოდებოდნენ? ორ წელიწადში მათი ძვლები აღარ იქნებოდა სავარაუდოდ.

კოლეგებო დაფიქრდით, გააანალიზეთ და შეიცვალეთ მიდგომა. სანამ დროა მეთქი ვეღარ ვწერ, უკვე ისედაც დაგვიანებულია.

მრცხვენია იმ მოძღვრის ვინც, ვაქცინაციის პროცესში ნეგატიურად ერევა და საკუთარ მრევლს წირავს, თავისი, ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს მოკლებული, არგუმენტებით.

მრცხვენია იმ მარეგულირებელი ორგანოების და მათი წარმომადგენლების, ვინც დაწესებულ რეგულაციებს არ აკონტროლებს. უმრავლესობას არ უკეთია პირბადე, თუ უკეთია რაღაც ძონძი, გვერდებიდან ორპირი რომ აქვს...

მრცხვენია იმ ხალხის, ვინც დღევანდელ დღეს 74-ს მხოლოდ სტატისტიკად მიიჩნევს, გულთან არ მიიტანს და ვერ გაიაზრებს 74 ოჯახის უბედურებას! ამ 74-ის გარდა დღეს 100-ჯერ 74 კოვიდს ებრძვის და ყოველი წამის ეშინია...

აბა ქართველებო ნუთუ მართლა მხოლოდ სუფრაზე ვლოცავთ და გვიყვარს ერთმანეთი? “ - წერს თამარ ჟამურაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია“

👉 „ყველა პარამეტრი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კრიტიკულია“

👉 „ომია ქვეყანაში, ომში ვართ ამ ვირუსთან“