მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდება 

მთავრობის ადმინისტრაცის შესასვლელი
1608037417
COVID-19

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდება. 

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტმა დააინიცირა.

„კანონის ვადის გაგრძელება არ ნიშნავს პირდაპირ, რომ შეზღუდვები გაგრძელდება და ის აუცილებლად გამკაცრდება. კანონის ვადის გაგრძელება აძლევს საშუალებას მთავრობას, რომ ეს კრიზისი მართოს ეფექტურად და შესაძლო რისკები ააცილოს ქვეყანას და საზოგადოებას“, - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, საქართველოს, ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში უწევს ცხოვრება და ამ გამოწვევას პრაქტიკულად ვერცერთმა ქვეყანამ ზიანის გარეშე თავი ვერ გაართვა.

„რომ არა საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობა, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ზიანი საქართველოშიც გაცილებით დიდი იქნებოდა. მიუხედავად ჩვენს მიერ პროგნოზირებადი მეორე ტალღის პიკური ეტაპისა, ბოლო დღეებში შეინიშნება შედარებით პოზიტიური ტენდენცია, რაც უდავოდ მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა და საზოგადოების დამყოლობამ განაპირობა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე, კანონმდებლობით მთავრობას ეს უფლებამოსილება 2021 წლის 1 იანვრამდე აქვს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კი, უფლებამოსილება 2021 წლის 1 ივლისამდე გახანგრძლივდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

თამარ გაბუნია: მცირე სტაბილიზაცია ცალსახად შეზღუდვების შედეგია

მირზა ხინიკაძე: დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ჰოსპიტალზე ზეწოლა შედარებით შემსუბუქებულია

გია გრძელიძე: შეზღუდვები ძალაში უნდა დარჩეს