მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NCDC „კომენდანტის საათის“ მოხსნაზე, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციას ვერ მისცემს - ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე ამირან
1623233152
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული „კომენდანტის საათის“ გაუქმება ჯერ არ იგეგმება.

როგორც გამყრელიძემ ვებინარზე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს „კომენდანტის საათის“ მოხსნაზე რეკომენდაციას ვერ მისცემს, თუმცა გამყრელიძე ადასტურებს, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი „კომენდანტის საათის“ მოხსნაზე რეკომენდაციას საკოორდინაციო საბჭოს ვერ მისცემს, თუმცა ვადასტურებ იმას, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. ინფიცირების მაჩვენებელი მცირდება, მაგრამ მაჩვენებელი მაინც ასეულის ფარგლებშია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 351249-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 335895 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 5000-ს უახლოვდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 5 970 ადამიანი აიცრა

✔️ 439 თბილისი, 71 აჭარა - ეპიდვითარება რეგიონებში

✔️ 821 ინფიცირება, 866 გამოჯანმრთელება, 31 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში