მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

ორსული ქალის გასინჯვა
1608453185
COVID-19

ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში კოვიდინფიცირებულმა ორსულმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა.

იგი კლინიკაში სოფელი ნატანებიდან გუშინ შეიყვანეს. 23 წლის ახალგაზრდა ქალს კლინიკაში შესვლამდე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ახალგაზრდა ქალისთვის ეს რიგით მესამე საკეისრო კვეთა იყო და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რთულ პაციენტად ითვლებოდა.

როგორც კლინიკის დირექტორმა დავით მდინარაძემ განაცხადა, ოპერაციამ მშვიდობიანად ჩაიარა. ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა და მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ბავშვს კლინიკიდან ხვალ გაწერენ, თუმცა დედა მკურნალობას სტაციონარში გააგრძელებს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ინფექციონისტი რეინფიცირებაზე: ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე დადასტურებულია

👉 ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის ვაქცინები საქართველოში შესაძლოა, მარტში შემოვიდეს

👉 ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა