მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მილიონობით ადამიანია, რომელმაც ჩინური ვაქცინა მიიღო და დასტურდება, რომ უსაფრთხოა“ - ხათუნა ზახაშვილი

ზახაშვილი ჯანდაცვა
1619606936
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ ეფექტიანობის შესახებ საუბრობს.

ზახაშვილის თქმით, აშკარა მტკიცებულებები არსებობს იმის შესახებ, რომ ვაქცინა ეფექტიანია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯანმოს ჯერჯერობით ავტორიზაცია არ მიუცია ამ ვაქცინისთვის, გვაქვს აშკარა მტკიცებულებები, რომელიც ამ ვაქცინის სასარგებლოდ მეტყველებს. ეს არის უპირველეს ყოვლისა ძალიან ბევრი აცრილი ადამიანი, მილიონობით ადამიანია, რომელმაც ეს ვაქცინა მიიღო და აშკარად დასტურდება, რომ ვაქცინა უსაფრთხოა.

გარდა ამისა, ჩვენს მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რომ ვაქცინას ავტორიზაცია მიღებული აქვს 35 ქვეყანაში და გამოიყენება. ნებისმიერ შემთხვევაში ახლა ის დროა, როდესაც ყველანაირი ხელმისაწვდომი საშუალება უნდა იყოს გამოყენებული ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ ჩვენი ადამიანური ბარიერის შექმნისთვის და ჩვენი ბარიერი არის ჩვენი იმუნიტეტი.

უნდა ითქვას, რომ ყველა ვაქცინას, რომელიც დღეს გამოიყენება მსოფლიოში აშკარად გამოხატული ეფექტი აქვს იმისა, რომ დაიცვას ადამიანები მძიმე დაავადებისგან და იმ ლეტალური გამოსავლებისგან, რომელიც სამწუხაროდ ამ დაავადებას თან ახლავს“, - განაცხადა ზახაშვილმა პირველი არხის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად არის შესაძლებელი ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა „სინოფარმი“ გაიკეთოს და თუკი ექნება ამის საშუალება შემდეგ გაიკეთოს მაგალითად „ფაიზერი“? ზახაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხზე კვლევების ნაკლებობაა და ამ ეტაპზე არ არის კვლევა იმის შესახებ, რომ ვაქცინები ურთიერთჩანაცვლებადია.

„ჯერჯერობით ამ საკითხის ირგვლივ კვლევების აშკარა ნაკლებობაა. ჯერჯერობით არცერთ მწარმოებელს არ აქვს რაიმე მტკიცებულებებზე დაყრდნობილი შედეგები, რომელიც მეტყველებს, რომ ვაქცინები ურთიერთჩანაცვლებადია ეფექტურობის თვალსაზრისით. თუმცა ამგვარი კვლევები ახლა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ამის შესახებაც გვექნება რაიმე ინფორმაცია. ჯერჯერობით მიდგომა არის ასეთი - რითაც ვიწყებთ ვაქცინას, იმავე ვაქცინით ვასრულებთ“, - დასძინა ხათუნა ზახაშვილმა.

ინფორმაციისთვის ჯანმო „სინოფარმის“ ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 29 აპრილს მიიღებს. საქართველოში კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევების დადასტურებული რაოდენობა 307 401-ს შეადგენს, საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულია 288 816, ხოლო გარდაცვლილია 4077 პაციენტი.

ამავე თემაზე:

🔴 „სინოფარმის ვაქცინა ყველაზე ნაკლებად იწვევს გვერდით მოვლენებს“- ივანე ჩხაიძე

🔴 თბილისში ჩინურ ვაქცინაზე აცრის მსურველთა ადგილები სრულად შეივსო