მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში შაბათს შემოვა

ფარმაცევტული კომპანია ფაიზერი
1626967200
COVID-19

„აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზა საქართველოში შაბათს იქნება“, - ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საჩუქრად გადმოეცემა, პრემიერ-მინისტრმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

17 ივლისს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საუბარია ნახევარ მილიონ დოზაზე. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

ინფორმაციისთვის, ფაიზერის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. ფაიზერმა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფაიზერითა და ასტრაზენეკით ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით სინოფარმით და სინოვაკით იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.

ამავე თემაზე:

⭕ 7 დაწესებულება, სადაც მოქალაქეები ფაიზერით აცრას შეძლებენ

საქართველოში 16 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის „ფაიზერით“ ვაქცინაცია დასაშვები გახდა