მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო

ფაიზერის ვაქცინა აშშ-ში
1627113449
COVID-19

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო.

მოქალაქეებს ჯამში 152 399 დოზაზე შეუძლიათ რეგისტრაცია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავად აცრის პროცესი დაიწყება 26 ივლისს.

შეგახსენებთ, რომ „ფაიზერით“ აცრაზე რეგისტრაცია შეუძლიათ 16 წლის და უფროს საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ-გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 400 698-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 665 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 371 434 პირი.