მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია

ფაიზერი საქართველოშია
1627072459
COVID-19

აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზა საქართველოშია.

ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა.

ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დახვდნენ.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოში განმარტავენ, ეს არის აშშ-ის მთავრობის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ვაქცინის გლობალური განაწილების ინიციატივის ფარგლებში.

ინფორმაციისათვის, დღეს უკვე განახლდება „ფაიზერის“ რეგისტრაცია მეორე დოზებზე. მათ 37 კლინიკაში ექნებათ საშუალება 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. შეგახსენებთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით „სინოფარმით“ და სინოვაკით იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.

იხილეთ აგრეთვე:

🔴7 დაწესებულება, სადაც მოქალაქეები ფაიზერით აცრას შეძლებენ

🔴ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია 24 ივლისს გაიხსნება

🔴„ფაიზერის“ მეორე დოზაზე 24 ივლისის 12:00 საათამდე დარეგისტრირდით“ - ჯანდაცვის მინისტრი

🔴„ფაიზერით“ აცრა 37 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი