მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ ვაქცინას პრაქტიკულად 100%-იანი დაცვა აქვს“ - ცერცვაძე

ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, 2020
1612028853
COVID-19

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინას 100%-იანი დაცვა აქვს.

ცერცვაძის თქმით, სხვა კლინიკებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოშიც იქნება ვაქცინაციის პუნქტი.

„ვაქცინის გასაკეთებლად შერჩეულია ისეთი კლინიკები, სადაც არის მსგავსი გართულებების მართვის გამოცდილება, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი კლინიკა იქნება. აქაც იქნება გახსნილი ვაქცინაციის პუნქტი.

პირველი აცრა უკვე იძლევა გარკვეულ იმუნიტეტს, მეორე აცრის შემდეგ კი, ეს იმუნიტეტი მტკიცეა. ამ ვაქცინას პრაქტიკულად 100%-იანი დაცვა აქვს. ასეთ ვაქცინის პირველი პარტია შემოდის საქართველოში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა“ - პრემიერი