მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პირბადე გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლაში“ - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე
1619893693
COVID-19

„პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში გაზრდილია, დაახლოებით 80 პროცენტამდე, ეს ძალიან კარგია, რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლაში,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში გაზრდილია, დაახლოებით 80 პროცენტამდე, ეს სერიოზულად სანუგეშოა, რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლაში. მთავარია, რომ ამ არდადეგების პერიოდში თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრას, დიდ წვეულებებს, რომელიც ასევე გახლავთ ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი ინფექციის გავრცელების.

პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას უნდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც დღეს ღამე დადგება და ვუსურვოთ ჩვენს მოსახლეობას მშვიდობა, ჯანმრთელობა. ყველა ერთად ვეცადოთ, რომ მაისის პირველი ნახევარი და ზოგადად მთელი მაისი შედარებით მოკრძალებულად გავიაროთ, რომ არ მივცეთ საშუალება ვირუსს მეტად დააზარალოს ჩვენი მოსახლეობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება

👉 სრულად ვაქცინირებულ პირებს შესაძლოა „კომენდანტის საათი“ აღარ შეეხოთ

👉 „წელს ქვეყანაში ვაქცინაცია საერთო სახალხო მოძრაობად უნდა იქცეს“