მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: სრულად ვაქცინირებულ პირებს შესაძლოა „კომენდანტის საათი“ აღარ შეეხოთ

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შესაძლოა ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების ნაწილი გაუქმდეს, მათ შორის „კომენდანტის საათი“.

„ჩვენთან 4000-მდე ადამიანს უკვე აქვს ორჯერადი აცრა გაკეთებული. ამიტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მომდევნო კვირაში გეგმავს ინიციატივით მიმართოს საკოორდინაციო საბჭოს, რომ ამ ადამიანებს შეზღუდვების პერიოდში შესაბამისი შეღავათები ჰქონდეთ.

ამაზე ვმუშაობთ. ეს გულისხმობს რამდენიმე პუნქტს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის შემუშავებული, მაგალითად „კომენდანტის საათის“ დროს თავისუფალი გადაადგილების უფლება, უცხოეთში მგზავრობის დროს შესაბამისი დოკუმენტი და სხვა ინიციატივები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ადამიანებს ვაქცინაციის მიმართ მეტი ინტერესი და მოტივაცია ჰქონდეთ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, 15 მაისამდე ორჯერადად აცრილი უკვე 14 000-მდე ადამიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 15 მარტიდან დაიწყო.

ამ დროისთვის ვაქცინაცია ქვეყანაში „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით“ მიმდინარეობს.

28 აპრილის მონაცემებით, ჯამურად 41 801 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 4 397 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ნანა გეგეჭკორი: იმედია, ჯანმო სიცხადეს შეიტანს ჩინური ვაქცინების ისტორიაში

თბილისში ჩინურ ვაქცინაზე აცრის მსურველთა ადგილები სრულად შეივსო

„წელს ქვეყანაში ვაქცინაცია საერთო სახალხო მოძრაობად უნდა იქცეს“- ამირან გამყრელიძე