მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება

ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, 2020
1619891873
COVID-19

„ჩემი მოსაზრებით, პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება,“ - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„რომ არ ყოფილიყო ვაქცინა და თუ არ იქნა მედიკამენტი, რომელსაც ყველა ველოდებით წლის ბოლოს, მაშინ, შესაძლებელია, თავისი ბუნებრივი განვითარებით ეს პანდემია გაგრძელებულიყო 2-3 წელი და, შეიძლება მეტიც.

ახლა, როდესაც ეფექტური ვაქცინა არსებობს და თან რიგ ქვეყნებში წარმატებით ხდება ვაქცინაცია, არაფერს ვამბობ ისრაელზე, არაბთა გაერთიანებულ ემირატებსა და ინგლისზე, რომელმაც უკვე 2/3 აცრა, ბევრი სხვა ქვეყანაც, აცრა მოსახლეობის 2/3, ვაქცინაციის ასეთი ტემპის პირობებში, ჩემი მოსაზრებით, პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 მესამე ტალღა საქართველოში ძლიერი არ არის

👉 „ჩინური ვაქცინები არის უფრო უსაფრთხო, ვიდრე სხვა ვაქცინები“