მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პირბადის გამოყენების მნიშვნელობა უცვლელი რჩება“ - თამარ გაბუნია

პირბადის გამოყენების მნიშვნელობა უცვლელი რჩება“
1624349094
COVID-19

„პრომოციას და ხელშეწყობას, რომ პირბადეების გამოყენება მოხდეს, ამას ჩვენ გავაგრძელებთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირბადის გამოყენების მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, რჩება უცვლელი. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ რაც მეტი ადამიანი გამოიყენებს პირბადეს, მით ნაკლები გვექნება ინფექციის გავრცელების რისკები. დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს მოწოდებას, რომ პირბადე უნდა გამოვიყენოთ და რაც მეტ ადგილზე გამოვიყენებთ, მეტად დაცულები ვიქნებით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული „კომენდანტის საათი“ პირველი ივლისიდან უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა. ასევე, საქართველო მილიონ დოზა ვაქცინას 2 კვირაში მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 საქართველო მილიონ დოზა ვაქცინას 2 კვირაში მიიღებს

👉 ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა

👉 „ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“