მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა“ - იმნაძე გარდაცვალების მაჩვენებელზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
1628148236
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, სატელევიზიო ეთერში გარდაცვალების მაჩვენებელზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა ყოველდღიური რიცხვი საქართველოში დიდია.

„ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის აცრების ტემპის კიდევ უფრო მომატება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის აცრა, იმიტომ რომ პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა. ახლა ვართ პიკში და სამწუხაროდ, ეს პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც.

შესაბამისად, როცა ამდენი ადამიანი გახდება ავად, ვიანგარიშოთ, რომ 1000 ავად გამხდარი ადამიანიდან 15 შეიძლება დაიღუპოს, სამწუხაროდ ასეთია სტატისტიკა, აქედან გამომდინარე, პროგნოზები, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო იქნება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 სრულად აცრილებს კორონავირუსით ინფიცირების სამჯერ ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე აუცრელებს

👉 „თუ კვირის ბოლომდე არ დასტაბილურდა ეპიდვითარება, შეზღუდვების საკითხს დავაყენებთ“

👉 „შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია“

👉 „ვაქცინაციის ტემპი საკმარისი არ არის“