მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა უკუჩვენებები აქვს ვაქცინებს, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოში? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი
1620373329
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში ვაქცინების უკუჩვენებების შესახებ ისაუბრა და განმარტა, თუ რა შემთხვევებში არ კეთდება ვაქცინა.

„ერთადერთი „ფაიზერის“ პირველ დოზაზე იყო ალერგიული სისტემური რეაქცია, ან უკვე ცნობილ ინგრედიენტებზე ფაიზერში შემავალზე. მე ვიცი, რომ ვინც ალერგიულია, მათ ფაიზერის ვაქცინა არ უკეთდება.

სხვა არ არსებობს არცერთი ნოზოლოგია და წინაღობა, რომელიც „ფაიზერის“ ვაქცინისთვის იყოს სრული უკუჩვენება.

ასტრაზენეკას თრომბოემბოლიური გვერდითი მოვლენის გამო დაემატა, რომ თუ ადამიანს პირველ დოზაზე განუვითარდა გვერდითი მოვლენა, მეორე ვერ გაუკეთდება.

ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინას აქვს ჩამოწერილი ცალსახად რამდენიმე უკუჩვენება. პირველ რიგში ეს არის ალერგიული რეაქცია მასში შემავალ კომპონენტებზე, ალერგიული რეაქცია სხვა ვაქცინებზე წარსულში, თუკი რომელიმე ვაქცინაზე ადრე ჰქონდა ანაფილაქსიური რეაქცია ან კვინკეს შეშუპება. ამავდროულად, თუ აქვს ნევროლოგიური რთული ეპილეფსია ან გიენბარეს სინდრომი.

ამ ვაქცინების სხვა უკუჩვენება არ არსებობს. თუ დაავადება არის რემისიაში ანუ მიწყნარებული, შესაძლებელია ნებისმიერ იმ ვაქცინის ადმინისტრირება, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოში“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, ყველაზე დიდი მოთხოვნა „სინოფარმის“ ვაქცინაზეა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.ჯანდაცვის მსოფლიო

ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.76%.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „არის მატების ტენდენცია, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებელი არ გვაქვს“

👉 „ვაქცინირებულების 2, 3 და 10% -იც კი არ ნიშნავს, რომ შემთხვევების ყოველდღიური მატებისაგან თავს დავიცავთ“