მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინირებულების 2, 3 და 10% -იც კი არ ნიშნავს, რომ შემთხვევების ყოველდღიური მატებისაგან თავს დავიცავთ“- ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე
1620216130
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ ვაქცინაცია დაუყოვნებლივ შედეგს არ მოგვცემს, ამიტომ საჭიროა, იმ მარტივი ღონისძიებების განუხრელად დაცვა, რაც უკვე მოცემული გვაქვს.

„თუ ხვალ და ზეგ COVID 19-ის შემთხვევების საგრძნობი მატება დაფიქსირდება, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ უკვე ვიდგებით იმ რისკის წინაშე, რომ გავიმეორებთ ნოემბერი-დეკემბრის ინფიცირების მაგალითს, რაც გვქონდა გასულ წელს.

ეს იქნება სრულიად წარმოუდგენელი, დიდი კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, ასე რომ აქ არჩევანი აღარ არსებობს. ვაქცინაცია არ მოგვცემს დაუყოვნებლივ შედეგს, 2, 3 და 10%-იც კი ვაქცინირებულების არ ნიშნავს, რომ თავს დავიცავთ შემთხვევების ყოველდღიური მატებისაგან.

ვაქცინაცია აუცილებელია, მაგრამ ვაქცინაციის შედეგები გვექნება რამდენიმე თვის შემდეგ, ასე რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარია იმ მარტივი ღონისძიებების განუხრელად დაცვა. ეს არის ერთადერთი გზა, რაც დაგვიცავს მესამე ფაზისაგან“- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2171 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1074 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 315913 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 296532 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 7,85%, ბოლო 14 დღის - 5,33%, ბოლო 7 დღის - 6,27%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅რატომ არის რთული კორონავირუსის მედიკამენტებით მკურნალობა? - BBC

✅ივანე ჩხაიძე: „სინოფარმს“ აქვს ევროპის მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია - ესაა უნგრეთი

✅ზაზა წერეთელი: შევძლებთ თუ არა ევროპაში მოგზაურობას იმ შემთხვევაში, თუ ჩინური ვაქცინით ავიცრებით?