მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევების რაოდენობა მატულობს“ - ხათუნა ზახაშვილი

ხათუნა ზახაშვილი ჯანდაცვა
1618225265
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში რეინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევების რაოდენობა მატულობს.

როგორც ზახაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეინფიცირების შემთხვევები ჯერჯერობით ძალიან დიდი არის.

„სამწუხაროდ ასე აღმოჩნდა, რომ მთელ მსოფლიოში რეინფიცირების რიცხვი იზრდება. პირველადი შეფასება, რომ შეიძლება ნაკლებად ყოფილიყო ხელმეორე ავადობა დამახასიათებელი კოვიდ 19-ისთვის არ შეესაბამება რეალობას.

ადამიანები მთელ მსოფლიოში მეორედ ხდებიან ავად, განსაკუთრებით ეს შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს იმ ქვეყნებსა და ტერიტორიებს, სადაც პირველი შემთხვევათა დიდი რაოდენობა დაკავშირებული იყო ერთ შტამთან სარსკოვ 1-თან და ახლა ცირკულირებს განსხვავებული შტამები, მათ შორის ალბათ საქართველოც არის, სადაც შესაძლო მუტირებული შტამების ცირკულაცია საკმაოდ მაღალ პროცენტს აღწევს.

რა თქმა უნდა რეინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევების რაოდენობა მატულობს, თუმცა ეს არის ჯერჯერობით ძალიან დიდი. ყველა ასეთი შემთხვევა როდესაც ეჭვი არის რეინფექციაზე, მასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა, რაც გულისხმობს ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარებას თვითონ ამ ადამიანებთან.

იმისთვის, რომ დაისვას რეინფექციის დიაგნოზი უნდა არსებობდეს ორივე სინჯი. სინჯი უნდა იყოს აღებული პისიარ კვლევისთვის, შემონახული უნდა ჰქონდეს ლაბორატორიას. ხშირ შემთხვევაში ეს ყველა მოცემულობის ურთიერთთანხვედრა არ ხდება, ჩვენ რეინფექციის კვლევისა და დიაგნოსტიკისთვის აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროტოკოლით, დაყოფილი გვაქვს შემთხვევები ორ კატეგორიად“, - განაცხადა ზახაშვილმა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა. მსოფლიო მასშტაბით ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 136 მლნ-ს აჭარბებს.

ამავე თემაზე:

✔️ „ორივე ჩინური ვაქცინა ჯანმო-ს მიერ დაწესებული ეფექტიანობის ზღვრის ფარგლებში ჯდება“ - ამირან გამყრელიძე