მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ და რა ვადაში დგინდება რომელი შტამით არის ადამიანი ინფიცირებული - ინფექციონისტის პასუხი

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა
1626945420
COVID-19

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, როგორ და რა ვადაში დგინდება კორონავირუსის რომელი შტამით არის ინფიცირებული ადამიანი.

იგი საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ შტამის დადგენას სპეციალური კვლევა სჭირდება, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია.

„არსებობს ძალიან მაღალტექნოლოგიური კვლევა, რომელსაც სეკვენირება ჰქვია, როდესაც ვირუსის გენომის გაშიფვრა ხდება. ამის გაკეთება ყველა პაციენტთან წარმოუდგენელია, რადგან საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და საკმაოდ ძვირად ღირებულია.

ამიტომ იმ პაციენტებთან, რომელთა შემთხვევაშიც ეჭვია, რომ განსხვავებული შტამით იყოს ინფიცირებული, ეს კვლევა ტარდება. ზოგადად ეს ყოველთვის არ კეთდება არც ჩვენთან და არც სხვაგან, მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

მისი თქმით, აღნიშნულ კვლევას მინიმუმ რამდენიმე საათი, მაქსიმუმ ერთი დღე სჭირდება.

ინფექციონისტის განმარტებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების დაახლოებით 50% უკვე დელტა შტამით არის გამოწვეული.

ალექსანდრე გოგინავა ადასტურებს, რომ კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირებისას ახალგაზრდებსა და ბავშვებში მდგომარეობა გაცილებით ხშირად მძიმდება, ვიდრე ეს სხვა შტამების დროს იყო.

ინფექციონისტი აცხადებს, რომ რეგულაციების მოხსნისა და ვაქცინაციის არასაკმარისი ტემპის პირობებში ეპიდემიოლოგიური პროგნოზი საკმაოდ ნეგატიურია და აგვისტოს ბოლოსთვის შესაძლოა ინფიცირებისა და გარდაცვალების გაცილებით მეტი შემთხვევა იყოს, ვიდრე გასული წლის ნოემბერში ფიქსირდებოდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 395 621-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 636 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 369 483 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რომელი ვაქცინაა ყველაზე მიღებული საერთაშორისო მოგზაურობისთვის?

👉 კვლევა: „სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია

👉 რამდენად ეფექტიანია „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ? - New England Journal of Medicine კვლევა