მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჭიროა თუ არა ტესტირება COVID 19–ის ვირუსზე, თუ ვაქცინირებული ხართ?

ტესტირება
1622802867
COVID-19

საჭიროა თუ არა ტესტირება COVID 19–ის ვირუსზე, თუ ვაქცინაცია ჩატარებული გაქვთ? - არა, საჭირო არ არის. შეგიძლიათ გამოტოვოთ რუტინული ტესტირება, კონკრეტული გამონაკლისების გარდა - აღნიშნულ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის უახლეს მითითებებში ნათქვამია, რომ თქვენ არ გჭირდებათ ტესტირების ჩატარება, თუ კორონავირუსის სრული კურსით ხართ ვაქცინირებული, მაშინაც კი, თუ კავშირი გქონდათ ინფიცირებულთან.

გამონაკლისია, როდესაც აღგენიშნებათ COVID 19-ის ვირუსის მახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, ხველა და დაღლილობა.

„განახლებული სახელმძღვანელო ასახავს ბოლოდროინდელ კვლევებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს მძიმედ დაავადების რისკი ძალიან მცირე აქვთ. რომც დაინფიცირდეთ, ნაკლები შანსია ვირუსის სხვებზე გავრცელების და ნებისმიერი გამოხატული სიმპტომიც უფრო მსუბუქად იქნება გამოვლენილი.

სრულად ვაქცინირებული ადამიანებმა, ასევე, შეიძლება გამოტოვონ სამუშაო ადგილზე რუტინული ტესტირება. აღსანიშნავია, რომ ბევრი კომპანია არც აქცევს ყურადღებას თანამშრომლების ვაქცინაციის სტატუსს.

ზოგან კი სკრინინგი კვლავ რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ უსახლკაროდ თავშესაფრებში ან ციხეებში, ეპიდვითარების გავრცელების მაღალი რისკის გამო.

ეს არ ეხება ექიმებს, ექთნებსა და ჯანდაცვის სხვა წარმომადგენლებს, რომელთაც საზოგადოებასთან ხშირი შემხებლობის გამო ესაჭიროებათ ტესტირება. აღნიშნული რეგულაციის დაცვა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით,“ - აღნიშნულია სტატიაში.

ინფორმაციისთვის, ვაქცინირებული სტატუსის მიუხედავად საზღვარგარეთიდან დაბრუნებულმა მოქალაქეებმა ასევე, მოგზაურობაში წასვლის წინ უნდა წარადგინონ COVID 19-ის უარყოფითი ტესტის პასუხი.

იხილეთ აგრეთვე:

✅კორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი შეიძლება წლების განმავლობაში იცავდეს ადამიანს -The New York Times

✅„მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ, თუ თქვენს გარშემო ყველა აცრილია“ - პაატა იმნაძე

✅„როცა რუჯს იღებ, იქ არავინ მოგთხოვს პირბადის გაკეთებას“- პაატა იმნაძე