COVID-19

კორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი შეიძლება წლების განმავლობაში იცავდეს ადამიანს -The New York Times

კორონა
1622123260
დაკოპირებულია

ორი ახალი გამოკვლევის თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტის ხანგრძლივობა მინიმუმ, ერთი წელია ან შესაძლოა, მთელი ცხოვრება იყოს, რაც დროთა განმავლობაში უმჯობესდება, განსაკუთრებით ვაქცინაციის შემდეგ. დასკვნებმა შეიძლება დაძლიოს ხანგრძლივი შიში იმის, რომ ვირუსისგან დაცვა ხანმოკლე იქნება. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

კვლევების თანახმად, იმ ადამიანთა უმეტესობას, ვინც გამოჯანმრთელდა კოვიდ 19-ისგან და რომლებიც მოგვიანებით იმუნიზირდნენ, არ დასჭირდებათ დამატებით გამაჯანსაღებელი მედიკამენტები. ადამიანები, რომლებიც არასდროს ინფიცირებულან, სავარაუდოდ, დასჭირდებათ ვაქცინაცია, ისევე, როგორც უმცირესობას, რომელიც დაინფიცირდა, მაგრამ არ გამოირჩეოდა ძლიერი იმუნიტეტით.

ორივე გამოკვლევაში შეისწავლეს ადამიანები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირდნენ დაახლოებით, ერთი წლის წინ. უჯრედები, რომლებიც ინარჩუნებენ ვირუსის მეხსიერებას, ძვლის ტვინში რჩება და შესაძლოა, საჭირო გახდეს ანტისხეულები (საჭიროებისამებრ).

სხვა კვლევამ, რომელიც ბიოლოგიის კვლევის საიტზე, BioRxiv-ზე გამოქვეყნდა, აღმოაჩინა, რომ ეს ე.წ. მეხსიერების B უჯრედები აგრძელებენ მომწიფებას და გაძლიერებას საწყისი ინფექციიდან მინიმუმ, 12 თვის განმავლობაში.

„ნაშრომები შეესაბამება არსებულ მოსაზრებას, რომელიც მიანიშნებს, რომ ინფექციისა და ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი, როგორც ჩანს, ხანგრძლივია“ - განაცხადა სკოტ ჰენსლიმ, პენსილვანიის უნივერსიტეტის იმუნოლოგმა.

გამოკვლევებმა შეიძლება დაძლიოს შიში იმისა, რომ ვირუსის მიმართ იმუნიტეტი გარდამავალია. დოქტორ ჰენსლიმ აღნიშნა, რომ ეს ვირუსები მნიშვნელოვნად იცვლება ყოველ რამდენიმე წელიწადში.

„სინამდვილეში, მეხსიერების B უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნება COVID 19–ით ინფიცირების საპასუხოდ და ამას აძლიერებს ვაქცინაციაც, იმდენად ძლიერია, რომ ისინი ანადგურებენ თუნდაც ვირუსის ვარიანტებს,“ - აცხადებს როკფელერის უნივერსიტეტის იმუნოლოგი მიშელ ნუსენცვაიგი, რომელიც ხელმძღვანელობდა ნიუ იორკში მეხსიერების მომწიფების შესახებ ჩატარებულ კვლევას.

„დაინფიცირებულ და ვაქცინირებულ ადამიანებს აქვთ ანტისხეულების შესანიშნავი კომპლექტი, რადგან ისინი განაგრძობენ ანტისხეულების განვითარებას, იმედი მაქვს, რომ ისინი დიდხანს შეინარჩუნებენ დამცველობით ფუნქციას,“ - თქვა დოქტორმა ნუსენცვაიგმა.

შედეგი შეიძლება არ მივიღოთ მხოლოდ ვაქცინებისგან მიღებულ დამცველობით, რადგან იმუნიზაციის შემდეგ იმუნური მეხსიერება, სავარაუდოდ, სხვაგვარად იქნება ორგანიზებული, ვიდრე ბუნებრივი ინფექციის შემდეგ.

„ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც Covid-19 არ ჰქონიათ და ამჟამად ინფიცირებული არიან, საბოლოოდ შეიძლება დასჭირდეს გამაძლიერებელი აცრა,“ - თქვა ექიმმა ნუსენცვეიგმა.

ვირუსით ინფიცირებისთანავე B უჯრედები სწრაფად მრავლდებიან ორგანიზმში და დიდი რაოდენობით ანტისხეულებს წარმოქმნიან. ინფექციის დაძლევის შემდეგ, მცირე რაოდენობის უჯრედები იკავებენ ადგილს ძვლის ტვინში და თანდათანობით იღებენ ანტისხეულების საშუალო დონეს.

„ეს მეუბნება, რომ მაშინაც კი, თუ ინფიცირდი, არ ნიშნავს, რომ სუპერ იმუნური პასუხი გაქვს“ - თქვა ექიმმა ლებედიმ. მისი თქმით, დასკვნები ამყარებენ მოსაზრებას, რომ ადამიანები, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კოვიდ 19-საგან, უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია.

ვაქცინაციამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა ანტისხეულების დონე, რაც ადასტურებს სხვა კვლევების შედეგებს; ვაქცინაციამ, ასევე, გააძლიერა სხეულის ნეიტრალიზაციის უნარი ვირუსის წინააღმდეგ დაახლოებით, 50-ჯერ.

დოქტორ ნუსენცვეაიგის კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ადამიანები, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კოვიდ 19–საგან და რომლებსაც შემდეგ აცრა ჩაუტარდათ, მათი იმუნიტეტი გააგრძელებს ძალზე მაღალ დაცვას ვირუსის განვითარებული ვარიანტებისგან.

„ეს ისეთი შეფასებაა, როგორსაც ვიმედოვნებდით, რომ მეხსიერების B უჯრედების რეაქცია დადებითი იქნებოდა“ - თქვა მარიონ პეპერმა, იმუნოლოგმა ვაშინგტონის უნივერსიტეტის სიეტლში.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 169 მლნ-ს (169,094,393) აჭარბებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა 150 მლნ-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3 მლნ-ს აღემატება (3,512,509).

იხილეთ აგრეთვე:

✅„მოდერნას“ვაქცინა ეფექტურია 12–დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში - The New York Times

✅„ფაიზერის“ ვაქცინა ბრიტანული და აფრიკული შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია - The New York Times

✅რატომ არის რთული კორონავირუსის მედიკამენტებით მკურნალობა? - BBC

ლაშა ბექაური

ბექაურმა შერაზადიშვილისთვის რუს მეტოქეზე...

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე -90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა რუსი მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

1627466951

„რუსეთს მხოლოდ ბირთვული იარაღი და ნავთობი აქვს, მეტი არაფერი. სწორედ ამიტომ ვლადიმერ პუტინი კიდევ უფრო სახიფათოა“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

1627465164

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 10 წლის შემდეგ საქართველოში გაიხსენება ლაბორატორია, სადაც სპორტსმენებს გენეტიკურ ანალიზს ჩაუტარებენ.

1627464854

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის გარე განათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ ამ პროექტის განხორციელების შედეგად დაზოგილი ელექტროენერგიის საფასურის ხარჯზე დაფინანსდება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

1627463324

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელ კორპუსთან, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1627463058
სტიქია კახეთში

ძლიერმა წვიმამ და ქარმა კახეთში მრავალწლოვანი...

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა კახეთის მუნიციპალიტეტს. დაზიანებულია გზები, წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები, ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

საქართველოში ნატოს წვრთნების ჩატარება რე...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს Agile Spirit – 2021 რეგიონული სტაბილურობისთვის საფრთხეს უწოდებს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

1627460162
„კატასტროფული მდგომარეობაა“ - დევი ტაბიძ...

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, პროფესორი დევი ტაბიძე საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს.

1627459981
ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა

ტოკიოს ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მერვედფინალური შეხვედრა გამართა. მისი მეტოქე კლასიფიკაციის მე-5 ნომერი ალექსანდრ ზვერევი გახლდათ.