მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორს სრული კოლაფსი ელის“ - ნანა გეგეჭკორი

ქართველი კარდიოლოგი
1628240919
COVID-19

„ნუთუ, მართლა ღირს ეს ქორწილები და კონცერტები ამდენი ადამიანის სიცოცხლედ?“ - ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი გაუარესებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით წერს.

„თუ არ დავიცავთ პრევენციის წესებს, არ ავიცრებით და ყველა შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ კორონავირუსისთვის გავრცელების არეალის შესაზღუდად;

ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი გარდაუვალია.

– ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი არ ნიშნავს მხოლოდ არასაკმარის საწოლებს. კოლაფსის ნაწილია გამოფიტული სამედიცინო პერსონალი, ამოწურული ტექნიკური შესაძლებლობები, ქაოსი რეგულაციებში და ა.შ.

– გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი ნიშნავს, კოვიდის გარდა ყველა სხვა სამედიცინო პრობლემისთვის არასაკმარის ყურადღებას.

მაგალითად, პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტით, ინსულტით, გულის უკმარისობით, პანკრეატიტით და ასე შემდეგ, ვერ მიიღებენ სამედიცინო დახმარებას რადგან მათთვის ფიზიკურად ადგილები აღარ დარჩება.

უკეთეს შემთხვევაში, მოუწევთ ისეთ გარემოში მკურნალობა სადაც კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი საფრთხეა.

რამდენად ადვილი იქნება ამა თუ იმ მწვავე დაავადებას თანდართული კოვიდის უსაფრთხოდ გადატანა თავად განსაჯეთ… ასე დაიღუპა ამერიკაში უამრავი ადამიანი სახლში, სხვა არაკოვიდური დაავადებებით, პანდემიის პირველ კვირებში.

ფიზიკურად ჰოსპიტლებს არ ჰქონდათ არანაირი რესურსი მათ მისაღებად.

ნუთუ, მართლა ღირს ეს ქორწილები, კონცერტები, და სხვა ტიპის თავყრილობები ამდენი ადამიანის სიცოცხლედ?“, წერს ნანა გეგეჭკორი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს“

👉 „ექიმი, პოლიციელი, გამყიდველი, მძღოლი, პედაგოგი აუცილებლად აცრილი უნდა იყოს, თუ არადა ყოველ დღე გაიკეთონ პისიარ ტესტი“

👉 „შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია“

👉 განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში