მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა
1611557114
COVID-19

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 071 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 311 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 243 396-მდე.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.