მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამარცხვინოა, რომ ქვეყანას, რომელიც მსოფლიოში ვაქცინების 60%-ზე მეტს აწარმოებს, ვაქცინები არ ჰყოფნის - ინდოელი ბლოგერი

ექიმები, კორონავირუსი, პანდემია Pia.ge
1619259322
COVID-19

„არსებობს ვაქცინაციის სტრატეგია?“ - ამ სათაურით აქვეყნებს უცხოური გამოცემა dailyhunt ინდოელი ბლოგერის Tavleen Sign-ის სტატიას, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ინდოეთში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

„პირველ რიგში, ორი შეკითხვა მაქვს: ვინ არის დამნაშავე ვაქცინების დეფიციტში? რატომ არ დაიწყო მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა? ამ შეკითხვების შემდეგ, ნება მიბოძეთ, ვაღიარო, რომ ზუსტად 1 თვის წინ დავწერე, რომ ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა პანდემიასთან უმტკივნეულოდ გამკლავებაში. ჩემი ბრალია! არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სიტყვები ძალიან ადრე ვთქვი, არამედ იმიტომ, რომ იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნებოდი, რომლებიც არასდროს მოუწოდებდნენ ჩვენს მეცნიერებსა და ეპიდემიოლოგებს სერიოზული ანალიზისკენ, თუ რატომ იყო ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი მუდმივად ასეთი დაბალი, ხოლო იმ ქვეყნებში, რომელთაც ჯანდაცვის სფეროში გაცილებით უკეთესი მომსახურება აქვთ, გარდაცვალების ასეთი ბევრი შემთხვევა?

სწორედ სიკვდილიანობის ამ დაბალმა მაჩვენებელმა მიგვიყვანა უაზრო თვითკმაყოფილებამდე და ამან მისცა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის შეესრულებინა ჰიმნი „ინდოეთის გადარჩენისთვის“.

თუკი ის არ იქნებოდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ვერ შევაჩერებდით კოვიდ 19-ს და მილიონობით ინდოელი გარდაიცვლებოდა. მოდიმ, როგორც ყოველთვის, მიიღო შექება და იმდენად დამშვიდდა, რომ „ვაქცინის ფესტივალის“ დაწყებამდე განაცხადა, რომ გასულ წელს პანდემია ვაქცინაციის გარეშე დავამარცხეთ. „ჩვენ შევძელით ეს,“ - ამაყობდა პრემიერ-მინისტრი, როდესაც ჰორიზონტზე ვაქცინის „ციმციმიც“ კი არ შეინიშნებოდა. ის ძალიან ადრე ალაპარაკდა და, როგორც ჩანს, ვერ შენიშნა, რომ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ადამიანები თითქმის დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, რადგან მოსახლეობის თითქმის ნახევარი უკვე ვაქცინირებულია.

სამაგიეროდ, მისმა მთავრობამ ვაქცინაციისადმი ისეთი ზიზღი გამოიჩინა, რომ არც კი შეიწუხა თავი ვაქცინების საკმარისი რაოდენობის შესაკვეთად, იმისთვის, რომ ვაქცინების საკმარისი რაოდენობა მიეღო, ყოველი შემთხვევისთვის, ინდოეთის მოსახლეობის ნახევარი მაინც აცრილიყო.

სწორედ ამის შესახებ გასულ კვირას სტატია დაწერა ნაუშად ფორბსამ, CII-ის (ინდური ინდუსტრიების კონფედერაცია) ყოფილმა პრეზიდენტმა.

„2021 წლის იანვარში ინდოეთმა დაამტკიცა თავისი პირველი ვაქცინა გამოსაყენებლად, კენ ნუტგრაფი გვეუბნება, რომ 2020 წლის ივლისიდან (სანამ რომელიმე ვაქცინა ტესტირებას გაივლიდა) 2021 წლის იანვრამდე აშშ-მა ვაქცინის 600 მილიონი დოზა შეუკვეთა (და თანხაც გადაიხადა). ეს არის საკმარისი დოზა 300 მილიონი მოსახლეობისთვის. ამავე პერიოდში ინდოეთმა შეუკვეთა ვაქცინის 11 მილიონი დოზა 1300 მილიონიანი მოსახლეობისთვის.

თუკი ადამიანებს, რომლებიც ინდოეთის მთავრობის ვაქცინაციის სამუშაო ჯგუფს წარმოადგენენ, პატივისცემის უმცირესი გრძნობა აქვთ, მათ დანაშაული უნდა აღიარონ და გადადგნენ, ისინი უნდა გააგდონ და შეცვალონ იმ ადამიანებით, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ინდოეთს პანდემიასთან გამკლავებაში.

სირცხვილია, რომ ქვეყანას, რომელიც მსოფლიოში ვაქცინების 60%-ს აწარმოებს, ვაქცინები არ ჰყოფნის. ბევრი, ძალიან ბევრი თვე დაგვჭრდება, სანამ იმ ქვეყნებს დავეწევით, რომლებმაც უკვე დიდი ხანია გააცნობიერეს, რომ ერთადერთი გზა ამ საშინელი პანდემიის დასამარცხებლად - ეს არის რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაცია. ეს უნდა დაიწყოს ახლა ომის საფუძველზე.

შემაშფოთებელია ის, რომ საავადმყოფოებთან, ვაქცინაციის ცენტრებთან, კრემატორიებთან და სასაფლაოებთან რიგების მიუხედავად, მომხდარმა საშნელებამ, როგორც ჩანს, მოდის ხელისუფლებაზე არ იმოქმედა. რატომ შეუძლია მილიონობით ადამიანს დაესწროს მიტინგს ბენგალიში დაუსრულებელი არჩევნების გამო? რატომ აძლევენ პილიგრიმებს ვაიშნო დევისკენ (რელიგიური ადგილი ინდოეთში) მოგზაურობის საშუალებას? რატომ დაუშვეს კუმბ მელა (რელიგიური შეკრება) ინდოეთში? და რატომ ტარდება უტარ-პრადშეში თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქების საგანგაშო მდგომარეობაა? შემაშფოთებელია სამგლოვიარო ფოტოები, რომლებიც გასულ კვირას სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

მაჰარაშტრაში, საიდანაც ამ სტატიას ვწერ, ახლა აკრძალვები მოქმედებს, რომელსაც კომენდანტის საათს უწოდებენ და თუკი ის თვის ბოლომდე გაგრძელდება, ბევრი მცირე ბიზნესი სამუდამოდ დაიხურება. საბედნიეროდ, ამჯერად, მიგრანტების უმეტესობას, რომლებმაც დიდ თუ პატარა ქალაქებში სამუშაოები დაკარგეს, შეუძლიათ, საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. თუმცა, ზარალი, რომელიც ამ იზოლაციამ ეკომონიკას მიაყენა, დაუთვლელია.

ბლოკირება ყოველთვის უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას, ვიდრე პანდემია, მაგრამ აკრძალვის ეს უკიდურესი ზომა იმიტომ მიიღეს, რომ საავადმყოფოებში არ იყო საკმარისი ჟანგბადი, წამლები, ექიმები და საწოლები.

ვინ უნდა დავადანაშაულოთ ამაში? უნდა აიღონ თუ არა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ინდოეთის იმ მაღალი თანამდებობის მქონე ჩინოვნიკებმა, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლე ვანდეთ. რატომ დუმს პრემიერ-მინისტრი მაშინ, როდესაც ის ფრონტის ხაზზე უნდა იდგეს? მისმა ხელისუფლებამ მოხსნა შეზღუდვა უცხოური ვაქცინების იმპროტზე, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე იმის უზრუნველყოფა, რომ ვაქცინა მარტივად იყოს ხელმისაწვდომი მათთვის, ვინც მზად არის ვაქცინაციაში ფული გადაიხადოს, ხოლო მათთვის, ვინც ძვირად ღირებულ ვაქცინას ვერ გაიკეთებს, სახელმწიფო დაეხმაროს პრემიერ მინისტრის ფონდიდან, რომელიც წელს ვაქცინაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

ინდოეთის ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, გვითხრას, როდის ველოდოთ ვაქცინას. გვითხრას, რომ ყოველი ინდოელისთვის, რომელსაც ვაქცინაციის სურვილი აქვს, მარაგი საკმარისი იქნება. როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანაში არსებული პანიკა და ისტერიკა გაქრება. ადამიანები ფიქრობენ, რომ მთავრობად გეგმა დაკარგა. სწორედ ეს არის შფოთვისა და შიშის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი,“ - წერს ბლოგერი.

ინფორმაციისთვის, 24 აპრილის მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 345147, ხოლო გარდაცვალების 2621 შემთხვევა დაფიქსირდა.

ინდოეთში კორონავირუსის საგანგაშო მდგომარეობის გამო ინდოეთის პრემიერ მინისტრს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ.