მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საველე ჰოსპიტალში პირველი კოვიდპაციენტები შეიყვანეს

თავდაცვის ძალები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო
1629451401
COVID-19

თბილისში, დიღმის საველე ჰოსპიტალში 9 კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„გუშინ საღამოს უკვე დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტლის ოპერირება დაგვეწყო. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ჰოსპიტალი უკვე დღეიდან სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საველე ჰოსპიტალში ინფიცირებული პაციენტები 2-3 დღეს დარჩებიან.

„საველე ჰოსპიტალი არის დროებითი დაყოვნებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს პაციენტების სტაბილიზაცია და მათი გადამისამართება, სიმძიმიდან გამომდინარე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „კოვიდინფიცირების დამძიმებული ფორმების შემთხვევაში არაფრით არ შეიძლება ბევრი სითხის მიღება“ - დავით გადელია

👉 „როდესაც მიაჩვევ ექიმს და პაციენტს, რომ ვისაც არ სჭირდება ის გადაგყავს კლინიკაში, ეს რყვნის მათ ფსიქოლოგიას“ - ზურაბ გურული

👉 დადასტურებულია თუ არა საქართველოში კორონავირუსით მესამედ ინფიცირების შემთხვევა? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება