მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციის სერტიფიკატების შემოღებამ დისკრიმინაცია არ უნდა გამოიწვიოს“ - ტედროს ადანომ გებრეიესუსი

ტედროს ადანომ გებრეიესუსი
1625240273
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი ციფრული კოვიდსერტიფიკატების სისტემის ამოქმედებას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

„ზოგიერთმა ქვეყანამ და რეგიონმა ე.წ. ვაქცინაციის სერტიფიკატების გაცემა დაიწყო და მინდა განვმარტო, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამან არ გამოიწვიოს დისკრიმინაცია იმ ადამიანებისა და ქვეყნების მიმართ, რომლებიც ვაქცინების ან გარკვეული ტიპის ვაქცინის ნაკლებობას განიცდიან“, - წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, პირველ ივლისს ევროკავშირში ციფრული კოვიდსერტიფიკატების სისტემა ამოქმედდა.

ევროპული სერტიფიკატები იქნება სამი სახის - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი, უარყოფითი ტესტის ან დაავადების გამოჯანმრთელების დამადასტურებელი. სერტიფიკატები QR-კოდს შეიცავს და უფასოა.

სერტიფიკატი ციფრულ და ბეჭდურ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი.