მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: აცრის რაოდენობამ 80 000 გადააჭარბა 

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება
1621243344
COVID-19

მედიის წარმომადგენლებისთვის პრიორიტეტული ვაქცინაცია დაიწყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. 80 000 გადააჭარბა აცრის რაოდენობამ.

ამჟამად ვაქცინაცია მიმდინარეობს „სინოფარის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინით.

„სინოფარნმის“ ვაქცინაზე ახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა არის მხოლოდ სტრატეგიული ჯგუფებისთვის, რომლებიც ორგანიზებულად იცრებიან შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში. ეს არის: პოლიცია, თავდაცვა პენიტენციური დაწესებულება.

ასევე დაიწყო პრიორიტეტული ვაქცინაცია მედიის წარმომადგენლებისთვის და დაიწყება ამ დღეებში დაიწყება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოში „სინოვაკზე“ რეგისტრაციის პროცესი კვირის ბოლომდე დაიწყება.

„ამ ეტაპზე უკვე არსებობს ჯანმოს ექსპერტების სტრატეგიული ჯგუფის წინასწარი დადებითი დასკვნა. ასევე ისიც ცნობილია, რომ ევროპის მარეგულირებელმა ორგანომაც დაიწყო „სინოვაკის“ შესწავლა, რათა განიხილოს ევროპაში მისი აკრედიტაციის აღიარების საკითხი“ - აღნიშნა გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 038 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 310 859-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 469 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.90%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.84%.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ამ დროისთვის აცრისთვის „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები გამოიყენება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „კომენდანტის საათმა“ 23:00-დან 05:00 საათამდე გადაიწია

👉 უახლოესი თვეების განმავლობაში ვაქცინების დამატებით დოზებს მივიღებთ