მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თბილისის მოსახლეობის 35%-ს კოვიდი ისე აქვს გადატანილი, რომ ამის შესახებ არ იცის“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციურის ყოფილი დირექტორი
1621582102
COVID-19

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისის მოსახლეობის 35%-ს კორონავირუსი ისე აქვს გადატანილი, რომ ამის შესახებ არ იცის.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო მესამე ტალღის ფაზაში რჩება, თუმცა მკვეთრი აღმავლობა არ შეინიშნება.

„ბოლო 7 დღეში შეიმჩნევა როგორც ახალი შემთხვევების, ისე დადებითობის კლების ტენდენცია. მესამე ტალღა ჯერჯერობით გრძელდება, უბრალოდ ვთვლით, რომ პიკმა გადაიარა. უნდა გაგრძელდეს ყველა მაქსიმალურად ყველა რეგულაციის შესრულება“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა

👉 ქვეითდება თუ არა ვაქცინაციის დროს სპერმატოზოიდების ფუნქცია? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

👉 „ძლივს ცოტა მივიწყებული გადაკოცნა მგონი ისევ აღდგა, რაც კარგი იდეა არ მგონია, კოვიდი არსად წასულა“ - ბუწაშვილი