მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეზღუდვების მოხსნამ, შესაძლოა, ინფიცირების მატება გამოიწვიოს“ - ცერცვაძე

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1614752927
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ შეზღუდვების მოხსნამ, შესაძლოა, ინფიცირების მატება გამოიწვიოს.

იგი აცხადებს, რომ ყოველთვის შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის მომხრე იყო.

„პირადად, მე მუდმივად მხარს ვუჭერდი მხოლოდ ეტაპობრივად მოხსნას და მოვუწოდებდი თავის შეკავებისკენ ერთბაშად მოხსნისგან, რამეთუ, ამან შეიძლება გვაიძულოს უკან დავუბრუნდეთ შეზღუდვებს,“ - განმარტავს ცერცვაძე.

ცერცვაძე აღნიშნავს, რომ შეზღუდვების მოხსნის ეტაპის უმტკივნეულოდ გადატანის გზა იმ მინიმალური რეგულაციების დაცვაა, რაც გულისხმობს პირბადეების გამოყენებას ღია თუ დახურულ სივრცეში და სოციალური დისტანცია.

„თუ დავიცავთ მინიმალურ რეგულაციებს, პირბადეებს დახურულ/ღია სივრცეში და სოციალურ დისტანცირებას, მაშინ ჩვენ უმტკივნეულოდ გადავიტანთ ამ შეზღუდვების მოხსნას,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე დაინტერესდებით:

„გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ვაქცინებზე წვდომა ექნება“ - შარლ მიშელი

„გთხოვთ საკითხს აჟიტირებას ნუ გაუწევთ, ქვეყანაში ვაქცინა შემოვა“ - გამყრელიძე

გამყრელიძე: საქართველოსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხდა ვაქცინის მოწოდება

„კოვაქს“ პლატფორმამ ამერიკული ვაქცინა NOVAVAX შემოგვთავაზა“ - ამირან გამყრელიძე

„ჩვენი მხრიდან „ფაიზერთან“ მიმართებაში შეფერხება არ ყოფილა“ - თამარ გაბუნია ვაქცინის შემოტანაზე განმარტებას აკეთებს