მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: გადატანილი კოვიდი იცავს ინგლისური შტამისგანაც

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1619802484
COVID-19

„გადატანილი კოვიდი იცავს ინგლისური შტამისგანაც, რადგან ჩვენთან ნახევარზე მეტი ინგლისური შტამია და რეინფიცირება სულ 10 თუ 15 შემთხვევაა“,- ეს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.

მისი განმარტებით, ქვეყანაში რეინფიცირების შემთხვევები საკმაოდ მცირე რაოდენობით არის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გადატანილი კორონავირუსი იცავს ინგლისური შტამისგანაც.

„რეინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე. ზუსტად არ ვიცი, ეს ჩვენმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა იცის, მაგრამ 10-დან 15 შემთხვევაზე მეტი არ არის, ეს ძალიან ცოტაა. ეს ერთ-ერთი არგუმენტია იმის, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ინგლისური შტამისგანაც, რადგან ჩვენთან ნახევარზე მეტი ინგლისური შტამია და რეინფიცირება სულ 10 თუ 15 შემთხვევაა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

აგრეთვე იხილეთ:

📌ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 770 ადამიანი აიცრა