მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: ყველას ვურჩევ გაიკეთოს ვაქცინა

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1610816845
COVID-19

„ცალსახად ვურჩევ ყველას, ვისაც არ ექნება რაიმე განსაკუთრებული საწინააღმდეგო ჩვენება, ვაქცინის მიმართ ალერგიული რეაქცია ან რაღაც ასეთი, ყველამ გაიკეთოს ვაქცინა და უპირველეს ყოვლისა, ვინც განეკუთვნება რისკის ჯგუფებს. ის რომ ცუდი იყოს, ინგლისის დედოფალი და მისი ოჯახი არ აიცრებოდა, არ აიცრებოდა ჯო ბაიდენი და ერდოღანი“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველო მის მსგავს ქვეყნებს შორის იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვაქცინას მიიღებს, რაც შესაძლოა ერთი თვის განმავლობაში მოხდეს.

როგორც მან განმარტა, უკვე განსაზღვრულია რისკ-ჯგუფები, რომლებიც ვაქცინას პირველ რიგში მიიღებენ.

„უკვე განსაზღვრულია რისკ-ჯგუფები. პირველ რიგში, ეს იქნება ჯანდაცვის მუშაკები, ასევე ხანდაზმული და თანხმლები დაავადებების მქონე პირები, რასაც გასწვდება ვაქცინის ეს პირველი პარტია. ხოლო შემდეგი პარტიების დროს, ამოცანაა მოსახლეობის მინიმუმ 60% მაინც აიცრას. 60%-ის აცრა ნიშნავს უკვე გაჯერებულ იმუნიტეტს, ანუ ახალი შემთხვევების რაოდენობა იქნება მინიმალური“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 247 025 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 231 385 და გარდაცვლილია 2916 ადამიანი.