მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: მეოთხე ტალღა იქნება აგვისტოსა და სექტემბერში

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1623516289
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მეოთხე ტალღა იქნება, თუმცა არა ისეთი მძიმე როგორც მეორე და მესამე იყო.

„მესამე ტალღის პიკს ჩამოვცდით, მაგრამ შემთხვევების რაოდენობა მაინც მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სიკვდილიანობამაც ნაწილობრივ მოიკლო, მაგრამ 15-25 შემთხვევა ფიქსირდება. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ხალხის თხოვნას და იმას, რომ ხალხი დაიღალა, ეკონომიკას სჭირდება რეცესიიდან გამოსვლა, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენ სხვებზე ადრე დავიწყეთ შეზღუდვების შემსუბუქება. ჩვენ გვქონდა უფრო რბილი შეზღუდვები, ვიდრე სხვა ქვეყნებს.

მე მგონია, რომ მეოთხე ტალღა იქნება, მაგრამ ის არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მეორე და მესამე, უბრალო მიზეზის გამო - თვალსაჩინოა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც განახორციელა მოსახლეობის ორი მესამედის ვაქცინაცია, ან თუნდაც 50 პროცენტის ვაქცინაცია, მიაღწიეს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობაც იკლებს და სიკვდილიანობის რაოდენობაც. როცა პროგნოზირებენ, რომ მეოთხე ტალღა იქნება აგვისტოსა და სექტემბერში, სავსებით სწორია, მაგრამ იმ დროისთვის ვაქცინირებულთა რაოდენობა შეუდარებლად მეტი იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, დიდი ალბათობით სექტემბერში საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილი იქნება.

„სექტემბერში ძალიან ბევრი ქვეყანა იქნება ისეთი, რომელსაც მოსახლეობის ორი მესამედი ეყოლება ვაქცინირებული და დამიჯერეთ, შეიძლება ეს ახლა ცოტა ამბიციურად ჟღერს, მაგრამ საქართველოც იქნება ამ ქვეყნებს შორის. ივნისში გაგრძელდება ვაქცინაცია იმ ტემპით, როგორიც ახლა არის, თუმცა ჩვენ გვჭირდება, დღეში 8 000 ადამიანი აიცრას პირველი დოზით. 5 ივლისიდან კი დაიწყება ვაქცინირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რადგან ქვეყანაში იგეგმება ვაქცინების უწყვეტი რაოდენობით შემოტანა. მოსახლეობას ექნება საშუალება, აირჩიოს სასურველი ვაქცინა და შეუფერხებლად გაიკეთოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

„განვიხილავთ ვაქცინირებულებისთვის შეღავათებს, საუბარია კომენდანტის საათზე, მოგზაურობაზე და სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე“ - ამირან გამყრელიძე

„ოპტიმისტური პროგნოზით, შესაძლოა, სექტემბერში პირბადეები გარე სივრცეში მოვიხსნათ“- ივანე ჩხაიძე