მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტოცილიზუმაბი“ იმ სამკურნალო საშუალებას არ წარმოადგენს, რომელიც 100%-ით გადაარჩენს კოვიდდაავადებულს“ - რატიანი

რეანიმატოლოგი ლევან რატიანი Pia.ge
1630661185
COVID-19

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ექიმ ლევან რატიანის თქმით, მედიკამენტი „ტოცილიზუმაბი“ არ წარმოადგენს იმ სამკურნალო, საწამლო საშუალებას, რომელიც 100%-ით გადაარჩენს კორონავირუსით დაავადებულ პაციენტს.

როგორც რატიანმა ჯანდაცვის უწყებაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მხოლოდ 10-ჯერ გამოიყენეს აღნიშნული მედიკამენტი და მას ეფექტი რამდენიმე შემთხვევაში ჰქონდა.

ექიმის თქმით, „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი, რომ მას 100%-ით შეუძლია ინფიცირებული პაციენტის გამოჯანმრთელება, რეალობას მოკლებულია.

ექიმის განმარტავს, რომ „ტოცილიზუმაბი“ პათოგენეზური სამკურნალო საშუალება არ არის.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ატეხილი აჟიოტაჟი „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი რანგიანი პრეპარატი, როგორც სიცოცხლის გადამრჩენელი ინფიცირების დროს, ეს ნამდვილად ასე არ არის. ვინაიდან ეს არ არის დადასტურებული პათოგენეზური სამკურნალო საშუალება, რომელიც კოვიდდაავადებას 100%-ით გამოაჯანმრთელებს.

ყველა დიდი მიმღები კლინიკა ვიყავით და ვართ დღემდე, გატარებული გვყავს დაახლოებით 10 ათასამდე ჰოსპიტალიზებული პაციენტი. ამ ბოლო პერიოდში როცა „ტოცილიზუმაბზე“ დაიწყო ლაპარაკი, ათ შემთხვევაში გამოვიყენეთ და რამდენიმე შემთხვევაში ჰქონდა დადებითი ეფექტი.

„ტოცილიზუმაბი“ არ წარმოადგენს იმ სამკურნალო, საწამლო საშუალებას, რომელიც 100%-ით გადაარჩენს კოვიდ 19-ით დაავადებულ პაციენტს. ეს გამოიყენება ძალიან ვიწრო ჩარჩოში და განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ.

იცით, რომ 86 ლეტალური შემთხვევა იყო, რაც სამწუხაროდ მოსალოდნელი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ წინა პერიოდში ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავდა და რიცხვები სცდებოდა 5000-ს, რაც პირდაპირ კავშირშია ლეტალობასთან.

ვიმედოვნებთ, რომ ის პროცესები, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ძალიან მალე დასრულდება და ამის საფუძველს გვაძლევს ძალიან ბევრი ფაქტი. დღეს მკვეთრად შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა, ასევე, იზრდება ვაქცინირებულთა რაოდენობა“, - აცხადებს ლევან რატიანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფექციას 86 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირების 3034 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 3952 პირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „გარდაცვალების ასეთი მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვას ყველა რგოლში დიდი პრობლემაა“ - სოფო ჯაფარიძე

🔴 „ტოცილიზუმაბის“ პირველი დამატებითი პარტია 16 აგვისტოს შემოვა“ - თენგიზ ცერცვაძე

🔴 „ტოცილიზუმაბი სარწმუნოდ აუმჯობესებს გამოსავლებს COVID 19-ით მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებში“- თენგიზ ცერცვაძე