მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ყველა გაითავისებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, მაშინ არ იქნება აუცილებლობა დამატებითი შეზღუდვების“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1630243457
COVID-19

„აგვისტოში ვაქცინაცია საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს. გასაგებია, რომ უფრო მეტი გვინდა, მაგრამ ივლისთან შედარებით ვაქცინაციის ტემპი დაახლოებით სამ-ნახევარჯერ არის მომატებული“, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის თვიური მაჩვენებელი არის 23 000 აცრა დღეში და ბოლო 1 კვირის განმავლობაში ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 26000-მდე.

„გვინდა, რომ იყოს 30-35 ათასი დღეში, 40-იც, იმიტომ, რომ გამტარუნარიანობა ჩვენს ქვეყანას აქვს და ვაქცინების მარაგიც საკმარისია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ის, ასევე, საუბრობს რეგულაციების აღსრულების გამკაცრებაზე და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

„აღსრულება ბევრად გამკაცრებულია, ვიდრე წინა პერიოდში იყო, ეს კარგია, მაგრამ მაინც ხდება ბევრი დარღვევა. სუფრებს, რომლებიც არის მთავარი რისკფაქტორი და ბუსტერი ამ ინფექციის და ახალი შემთხვევების განვითარების, თავი ავარიდოთ და არ იქნეს გადახდილი არავითარი დიდი შეკრებები და მივიდეთ და ავიცრათ.

თუ ყველა გაითავისებს თავიანთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას ამ ძალიან მძიმე პერიოდში, მაშინ არ იქნება აუცილებლობა დიდი დამატებითი შეზღუდვების,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 20 678-მა ადამიანმა გაიკეთა.

29 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 1 145 925 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 374 870 ადამიანი.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ვისაც არ სჯერა, ვეპატიჟები ჩვენს რეანიმაციაში შემოვლაზე“ - გრიგოლ ხურციძე ეპიდვითარებაზე

✅სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში განახლდება

✅გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 60% სრულად არის ვაქცინირებული