მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ბავშვების აცრის ნაცვლად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებს უწილადონ

განცხადებას ავრცელებს
1621112379
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეიესუსი განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ბავშვების აცრის ნაცვლად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებს უწილადონ.

როგორც ის აღნიშნავს, ქვეყნებმა თავიანთ გადაწყვეტილებებს უნდა გადახედონ და ვაქცინები იმ ქვეყნებს გაუზიარონ, რომლებსაც საკუთარი სამედიცინო პერსონალის აცრის რესურსიც კი არ გააჩნია.

„ჯერ კიდევ იანვარში ვსაუბრობდი მორალური კატასტროფის პოტენციურ განვითარებაზე. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ ახლა ამ თამაშს. მდიდარ ქვეყნებში, რომლებმაც ვაქცინების უმრავლესობა შეიძინეს ახლა დაბალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია მიმდინარეობს.

გვესმის თუ რატომ სურს ზოგიერთ ქვეყანას ვაქცინაცია ჩაუტარონ თავიანთ ბავშვებსა და მოზარდებს, მაგრამ მე მოვუწოდებ მათ გადახედონ გადაწყვეტილებას და ვაქცინები „კოვაქს პლატფორმას“ გადასცენ“- განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და კანადამ განაცხადეს, რომ სამედიცინო უწყებებს უფლება ეძლევათ, აცრან 12-15 წლის ასაკის ბავშვები. შვეიცარიაში გასულ კვირაში აცრის გაკეთება 16 წლის მოზარდებს შესთავაზეს.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 162 მლნ-ს აჭარბებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა 140 მლნ-ზე მეტია, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3 მლნ-ს აღემატება (3,371,526).

იხილეთ აგრეთვე:

✅„პანდემიის მეორე წელი გაცილებით მომაკვდინებელი შეიძლება იყოს“- ტედროს ადანომ გებრეიესუსი

✅„ვაქცინა სიცოცხლის გადამრჩენია“ - ტედროს ადანომ გებრეიესუსი