მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინა სიცოცხლის გადამრჩენია“ - ტედროს ადანომ გებრეიესუსი

„ვაქცინა სიცოცხლის გადამრჩენია“
1620883776
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

„დღეს მოვიდა ჩემი რიგი, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ავცრილიყავი. ვაქცინა სიცოცხლის გადამრჩენია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვაქცინის ყველა ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად ჩატანა.

თუ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინები ხელმისაწვდომია, გთხოვთ, აიცერით, როდესაც თქვენი ჯერი დადგება“,- წერს ჯანმოს ხელმძღვანელი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის „კომენდანტის საათი“ მოიხსნება“

👉 „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია 45 წლიდან განისაზღვრა

👉 რა უკუჩვენებები აქვს ვაქცინებს და რა უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინაციის შემდეგ?