მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის „კომენდანტის საათი“ მოიხსნება“ - თენგიზ ცერცვაძე

„ვაქცინას პლუს მედიკამენტი, ეს არის პანდემიის 100 პროცენტიანი დასასრული“

საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „კომენდანტის საათი“ შესაძლოა მაისის ბოლოს მოიხსნას.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ამავე პერიოდიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი.

„როცა პიკში ახლა შევედით, ამ ეტაპზე, ისედაც შედარებით რბილი შეზღუდვების კიდევ უფრო შერბილება, ალბათ, არ იქნება მიზანშეწონილი, სანამ ყველას ერთიანი ძალისხმევითა და სოლიდარობით კოვიდი უკან არ დაიხევს, სანამ არ დაიწყება ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემთხვევების შემცირება. ჯერ სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ და შემდეგ უკვე გვექნება რეალური საფუძველი იმის, რომ მთავრობამ შეზღუდვები მოხსნას.

ის ამისთვის მზადაა. მთავარი შეზღუდვა არის „კომენდანტის საათი“, სხვა შეზღუდვები არის დროებითი და ის სერიოზულ გავლენას არ მგონია რომ ახდენდეს. ზაფხულში დიდი იმედი მაქვს, რომ „კომენდანტის საათი“ არ იქნება. საუბარია მაისის ბოლომდე. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და „კომენდანტის საათიც“ მოიხსნება, ეს ჩემი აზრია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 მაისიდან აღდგება.