მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციისათვის სარეგისტრაციო საიტი გამართულად მუშაობს“ - ეკატერინე ტიკარაძე

„ზაფხულში მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა“
1627036848
COVID-19

„COVID 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული განახლდა სრულიად და მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზრდილია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, პირველი რეგისტრაციის დროს „აიტის“ სამსახურმა დააფიქსირა, რომ 12 000 ჯავშანზე მოდიოდა 120 000 მსურველი.

„მნიშვნელოვანი მზადების პროცესი გაიარა სამინისტრომ, რათა შესაფერისად დავხვედროდით „ფაიზერის“ დოზების ადმინისტრირებას და ყველა ჩვენს მოქალაქეს შეუფერხებელ ხელმისაწვდომობა ჰქონოდა.

საიტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, როგორც „აიტის“ სპეციალისტები მიდასტურებენ, დღესდღეობით გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს.

მოლოდინი იმისა, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის. მას აქვს რამდენიმე შრიანი გადაზღვევა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს. ამ მიმართულებით განვახორციელეთ რამდენიმე ცვლილება.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული სრულიად განახლდა და მისი გამტარუნარიანობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ასევე, შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდი. წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს მიუვათ 24 საათის განმავლობაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი, ხოლო 1 082 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 398081 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5656 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 370565 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,32%, ბოლო 14 დღის - 5,38%, ბოლო 7 დღის - 6,03%.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ფაიზერის“ მეორე დოზაზე 24 ივლისის 12:00 საათამდე დარეგისტრირდით“ - ჯანდაცვის მინისტრი

✅„ახალი კვლევის თანახმად, „სინოფარმის“ ვაქცინა უზრუნველყოფს არც თუ ისე კარგ დაცვას კორონავირუსისგან ხანდაზმულთათვის“ - ზაზა წერეთელი

✅„1 თვე გახსნა ქვეყანა და შემდეგ გქონდეს სავალალო შედეგი, რომ დაიკეტოს და უამრავი ავადმყოფი გყავდეს, რა ეკონომიკურ მოგებაზე იქნება მერე საუბარი, ცოტა ძნელი სათქმელია“ - ზაზა წერეთელი

✅როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს კორონავირუსის დამამძიმებელი სიმპტომი აქვს და აუცილებელია ექიმის მიმართვა?